გასული წლის აპრილში, 15 წლის ბიჭმა თავი მოიკლა.
უმრავლესობის იმ წევრებს, ვისაც ჰგონია, რომ ქვეყანაში გაჭირვება არ არის, ვინც ამბობს, რომ შიმშილსა და სიკვდილს შორის ზღვარია, გვინდა გავახსენოთ – შაკო ნაჭყეპია. რომელიც ყოველ დღე 50 თეთრიან ფუნთუშას ვალად იღებდა და მერე ამ ფუნთუშას ორად ტეხდა რომ ძმაც დაეპურებია…
როგორც მაშინ, ინფორმაცია ვრცელდებოდა, ადგილობრივები განიხილავენ, რა გახდა სკოლის მოსწავლის სუიციდის მიზეზი. მთავარი ვერსია უკიდურესი გაჭირვებაა.
მეზობლები მიიჩნევენ, რომ მძიმე ყოფა ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაზე უმძიმეს გავლენას ახდენდა. შაკო და მის ძმა მამამ გაზარდა. პატარები იყვნენ, როცა დედამ მიატოვა.
ადგილობრივები ყვებიან, რომ მამა სოფელში ნებისმიერ სამუშაოს თანხმდებოდა, ოღონდ დღეში რამდენიმე ლარი გამოემუშავებინა და შვილებისთვის საკვები მიეტანა, თუმცა, ყოველთვის ვერ ახერხებდა. შრომის სანაცვლოდ ხანდახან, ფულის ნაცვლად, მეორად ტანსაცმელს აძლევდნენ.
სკოლის ბუფეტის თანამშრომლის ნისიების რვეულში შაკოს გვარი, თითქმის, ყველა გვერდზე ფიქსირდება. დღეში 50 თეთრით ვალად ფუნთუშას ყიდულობდა. რასაც ვალით ყიდულობდა, ნახევარს მცირეწლოვან ძმას უყოფდა.
კომენტარები