პარტია “მოქალაქეების” წევრი, დეპუტატი, ლევან იოსელიანი:
“George Nioradze Vika Bukia ვუყურე თქვენს გუშინდელ ეთერს, სადაც შალიკოს ჩემი და ალეკოს თავი ალანძღინეთ, ბევრი დეზინფორმაციის გავრცელების საშუალება მიეცით. თქვენი „ობიექტური“ დუმილის შემდეგ, მისთვის გულწრფელად გადახდილი მადლობა დამაკლდა მხოლოდ. არადა, მისთვის მხოლოდ ორი კითხვა უნდა დაგესვათ:
1. ვინაიდან ჩვენ, მე და ალეკო სუსის დავალებით პარლამენტში შევედით და შემდგომ სავარაუდოდ სუსის დავალებით მთელი ოპოზიცია შემოგვყვა, უხერხულობას ხომ არ უქმნის ის ფაქტი, რომ თვითონაც იმავეს გაკეთებას აპირებს.
2. რამდენად სწორად მიაჩნია, ხალხის მიერ გადახდილი თანხიდან პარლამენტის წევრობაში აღებული 5 მილიონი დაფინანსება და 176 015 ლარი ხელფასი. მაშინ როცა პარლამენტში ერთხელ ფეხი არ შეუდგამს და არაფერი გაუკეთებია.
მესმის რომ რთულად მოსაფიქრებელი კითხვებია, მაგრამ არც თქვენ ხართ დამწყები ჟურნალისტები.
წარმატებები “ობიექტურ” ჟურნალისტიკაში!”
კომენტარები