შალვა ნათელაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს – ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, მოითხოვს, დაუყოვნებლივ ამოქმედდეს სკოლებში ერთჯერადი კვების დაფინანსების სისტემა.
“იმ დროს, როცა ბავშვები ოჯახებსა და სკოლებში მასობრივად შიმშილობენ, მთავრობამ გაზარდა უშიშროების და სპეც სამსახურთა დაფინანსება ნახევარ მილიარდამდე, ნაცვლად იმისა, რომ ეს თანხები გადაეტანა სკოლებში, უფასო ერთჯერადი კვებისათვის. ჩვენ ვიცით, რომ ბატონი პრემიერი დაიბადა და გაიზარდა ძალიან შეძლებულ ოჯახში და მას შეუძლია თავისი შვილები პენსილვანიაში ატაროს სპეციალური სახელმწიფო რეისებით სასწავლებლად, მაგრამ მან უნდა გაითვალისწინოს, რომ ასეულობით ათასი ბავშვი მისი თანამოქალაქე შიმშილობს, კეთილი ინებოს, გამოიწვიო, გამოითხოვოს ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებები და ეს მილიონები გადაიშვას სკოლებში ერთჯერადი კვებისათვის”, – ამბობს “ლეიბორისტული” პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი.
კომენტარები