ფოტო – საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დანიის დედოფალთან, მის აღმატებულება მარგარეტ მეორესთან აუდიენცია გამართა.
ყურადღება გამახვილდა საქართველოში დანიის სამეფოს საელჩოს გახსნის გადაწყვეტილებაზე, რაც, მათივე შეფასებით, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა დანიის სამეფოს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის.
კომენტარები