შალვა შავგულიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით შექმნილ დოკუმენტს ხელი მოაწერა. იგი ევროპული საქართველოს სიის მეორე ნომერი იყო, თუმცა პარტიის წევრი არ არის.
შავგულიძე ევროპული საქართველოს სიით გასული მესამე დეპუტატია, რომელმაც პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა. პარტიას სულ 4 მანდატი აქვს.
შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა ევროპული საქართველოს სიით გასულმა კიდევ ერთმა უპარტიო დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმაც.
შეთანხმებას ხელი მოაწერა პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემაც.
ევროპული საქართველოს სიით გასულმა კიდევ ერთმა დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ, რომელმაც არჩევნების შემდეგ პარტია დატოვა და ახალი პოლიტიკური მოძრაობა დროა დააარსა, განაცხადა, რომ სადეპუტატო მანდატი ეკუთვნის პარტიას და არა მას, შესაბამისად, მის გამოყენებას არ აპირებს.
თავად პარტია დოკუმენტს ხელს არ აწერს. მოქმედმა თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ პარლამენტში ცალკეული დეპუტატების შესვლა კრიზისის განმუხტვა არ არის და ყველას ერთად შეეძლოთ არსებითად უკეთესი შედეგისთვის მიეღწიათ.
კომენტარები