„ინტერპერსნიუსის” ინფორმაციით, ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარე დღევანდელ პროცესზე ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას წარადგენს, რომლის მიხედვითაც ბრალდებულს, რაფაელ მურსაკულოვს ფსიქიკური პრობლემები არ აქვს და დანაშაულის ჩადენის დროს შერაცხადი იყო.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე სავარაუდოდ, ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.
შეგახსენებთ, ავსტრალიის მოქალაქე გასული წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.
დაკაებულია რაფაელ მურსაკულოვი, რომელსაც ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით(განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) , რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები