მარიტა გუტაშვილი შოვში ჩამოწოლილ მეწყერს გადაურჩა, მაგრამ დაკარგა ოჯახის 9 წევრი. მეწყერის შემდეგ გარდაიცვალა მისი და-ძმა, დეიდა, ორი დეიდაშვილი, ბიძაშვილი სამი შვილით.
მარიტა ამბობს, რომ ჯერ კიდევ ეძებს დაკარგული ახლობლების ცხედრებს:
“ყველა ქართველს ძალიან დიდი მადლობა მხარში დგომისთვის. თქვენი გამხნევებით ვდგავარ ფეხზე. რაც მთავარია, დღემდე, მეთორმეტე დღეა სტიქიიდან, არ მიპოვია კოტე მაისურაძე და ანასტასია დუდაშვილი. ძალიან გთხოვთ, თითოეულ მოქალაქეს, მაცადეთ, მადროვეთ, ყველა მყავდეს ჩემთან. როგორც ახლა გულში მყავს, ისე მინდა, რომ ყველა ვიპოვო და მოვიყვანო სახლში.
ძალიან გთხოვთ, მომეცით დრო, სანამ ვიპოვი კოტეს და სანამ ვიპოვი ანასტასიას. დანარჩენ კითხვის ნიშნებზე, რაზეც თქვენ ფიქრობთ, რომ არ ვიტყვი ან ვინმე მაჩუმებს, შანსი არ არის – შანსი არ არის, მე ვინმემ და რამემ გამაკავოს, აუცილებლად ყველა დეტალს მე მოგიყვებით, შოვის ისტორიასაც და განვითარებულ მოვლენებსაც“
კომენტარები