“ტვ პირველის” დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, მამასთან, ავთანდილ წერეთელთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“შანტაჟი მამის თავისუფლებით – ახალი სერია დაიწყეს!”
შეგახსენებთ, ფულის გათეთრების მუხლით გამოძიება მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ 2019 წლის იანვარში დაიწყო. პროკურატურა მათ 17 მილიონი დოლარის მოცულობის სესხზე ედავება, რომელიც თიბისი ბანკიდან ავთანდილ წერეთელმა 2007 წელს აიღო.
ავთანდილ წერეთელს ბრალი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შემდეგ, 2019 წლის 22 აგვისტოს წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა მას თიბისი ბანკის დამფუძნებლებისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, “რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
დღეს ცნობილი გახდა, რომ სასამართლო პროცესი გრძელდება.
კომენტარები