ტრაგიკულად გარდაცვლილი 19 წლის გიორგი შაქარაშვილი საქმის ობიექტურად გამოძიების იმედი არ აქვს პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს, რომელიც სიმართლის გარკვევას და შვილის მკვლელების დასჯას ამ დრომდე ითხოვს.
„ერთი პროცენტის მეასედითაც კი არ მაქვს იმის იმედი, რომ დღევანდელი ხელისუფლება ამ საქმეს ობიექტურად გამოიძიებს. ობიექტურობა აქ ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. საერთოდ გამოიძიებს კი არა, ეს სტრუქტურა ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს საქმე სადმე გააფუჭონ და თავის სასარგებლოდ წარმართონ. სამწუხაროდ, მგონია, რომ ამ ოჯახსაც ისეთივე ტკივილისა და ბრძოლის გავლა მოუწევს, რასაც მე გავდივარ. არა მარტო დღეს, ეს სისტემა, ეს ხელისუფლება, ეს საგამოძიებო სტრუქტურები თუ სასამართლო, არის ჩიხში მომწყვდეული ერთი ადამიანისგან. არიან დაბეჩავებულები და დამონებულები.
აქ არ არიან გამომძიებლები, მოსამართლეები და პროკურორები, აქ არიან კრიმინალები. ყველა დანაშაულში ჩარეულები არიან კრიმინალები, ძალოვანი სისტემის გავლენიანი პირები და ხელისუფლებასთან დაახლოებული ადაიანები. ეს კლანები შექმნილია ძალიან გააზრებულად და დაგეგმილად, რომ ყველაფერი მოაგვარონ თავიანთ ნებაზე, რადგან ნებისმიერი ადამიანი დაჩაგრონ და გააუბედურონ. მხოლოდ ეს კი არა, ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, ისიც რომ დღევანდელ სახელმწიფოში ადვოკატების 95%-იც კი, მოსყიდული და დაშინებულია.
ასეთი სისტემის პირობებში გვიწევს ყოფნა. ამის გათავლიწინებით, რომელ გამოძიებაზე და ობიექტურობაზეა საერთოდ საუბარი. არანაირი ობიექტური გამოძიება არ იქნება. მაგალითად ექსპერტიზა, რომ ავიღოთ, სამხარაულის ექსპერტიზაც კი პირდაპირ მოსყიდული და დაშინებულია, რადგან ყველგან თარეშობს კრიმინალთა კლანი, ვინაიდან „ქართული ოცნება“ არის თავად კრიმინალური კლანი და ესენი ერთად არიან ყველა საქმეში
განსაკუთრებული მწუხარება მინდა გამოვთქვა ამ საშინელი ტრაგედიის გამო. მე ყველაზე მეტად ვგრძნობ, რას განიცდიან ახლა გიორგი შაქარაშვილის მშობლები“
2020ნიუსი
კომენტარები