გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე პროკურატურის ბრიფინგი – ცენტრ “ემპათიას” დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი “მთავარი არხის” ეთერში საუბრობს.
რა კითხვებია პროკურატურასთან?
- დაზუსტება ხანდაზმულობის, სიცოცხლისდროინდელი სისხლნაჟღენთების – “სისხნაჟღენთები ვითარდება ცოცხალ ადამიანზე შეუძლებელია გაერთიანდეს წყალში და შეუძლებელია განვითარდეს გვამზე”.
- იყო თუ არა გვამი 4 დღე წყალში?
- როდის დადგა სიკვდილი?
- ზურგზე და გულმკერდზე გვამური ლაქების არსებობის ახსნა.
ჯიშკარიანის თქმით, როცა ამ კითხვებზე პასუხები არ არსებობს, დანაშაულის სცენის რეკონსტრუქცია, არალოგიკურია. ექსპერტმა შემთხვევის ადგილას დნმ-ის ნიმუშების არსებობის ალბათობაზეც ისაუბრა და აღნიშნა ისიც, რომ მისთვის უცნობია, აქვს თუ არა პროკურატურას რაიმე სახის დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნა. მისივე თქმით, საინტერესოა იყო თუ არა დნმ-ი ჩანთაზე, რომელიც დანაშაულის ადგილზე იპოვეს – რაზეც პასუხი არ არსებობს.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც “ემპათიას” დირექტორს მნიშვნელოვნად მიაჩნია არის ის, რომ გიორგი შაქარაშვილის ფეხსაცმელები და წინდები არ უპოვნიათ:
“ძალიან საინტერესოა, რომ ფეხსაცმელები და წინდები არ არის ნაპოვნი და არც არავინ ეძებს. სად წავიდა არავინ იცის. თუ კი ის დაიხრჩო, ამ დროს სხეული შუპდება და ვერ წაძვრებოდა. ღილებიც არ იყო გახსნილი.”
კომენტარები