ვროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად ბრიფინგი გამართა და სამი გზავნილი გააჟღერა:
“პირველი – ჩვენი მთავარი გზავნილი ისაა, რო ევროკავშირი არის სანდო პარტნიორი ევროკავშირის, ჩვენ ვიზიარებთ იმ ფასეულობებს რომელიც უკავშირდება დემოკრატიას, კანონიერებას.
მეორე მთავარი გავნილი ისაა, რომ თქვენ გვერდით ვართ კოვიდ19-თან ბრძოლაში. ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას პანდემიის პერიოდში. ევროკავშირი და ჩვენი გუნდი მხარს უჭერს საქართველოს 1.5 მლრდ ევროს ოდენობის პაკეტს, რათა მოხდეს სოციალურ-ეკონომიკური საკითხების დაძლევა. ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მონაწილე ამ პროცესში, რათა თქვენ გქონდეთ წვდომა ვაქცინებზე. მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა“
მესამე გზავნილი ისაა, რომ აქ და ახლა ძალიან მაწუხებს საქართველოში არსებული გაღმავებული პოლიტიკური კრიზისი და არსებული პოლარიზაცია. საქართველომ მოიპოვა დემოკრატია და პოლიტიკური კრიზისი თქვენი პრემიერ მინისტრობის პერიოდში, ხელისუფლების ძალისხმევით და ოპოზიციის ძალისხმევითაც, უნდა გამოსწორდეს. უნდა დასრუდეს პოლარიზაცია. მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ლიდერული თვისებები და გაუსწოროს გამოწვევებს თვალი – საქართველოს ინტერესებისთვის იმოქმედოს.
ყველა მხარეს მოგიწოდებთ, მოხდეს დეესკალაცია, რომ პოლიტიკური დიალოგი შედგეს. დადგა ის დრო, ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე, დადგა პოლიტიკური დიალოგის დროს – ეს პროცესი რამდენიმე პრობლემას მოაგვარებს, ეს არის სასამართლოს რეფორმა – დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებულ სასამართლო, ეს ისაა, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის ძირითად ასპექტს წარმოადგენს, საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ სასამართლოს ნდობა, ეს მნიშვნელოვანია და ყველამ ვიცით, რომ კონკრეტული საქმეები უნდა იქნეს მოგვარებული.
მოგიწოდებთ, მეტი ძალისხმევით განახორციელოთ რეფორმები. ამას დასჭირდება ძალისხმება და კომპრომისები. ეს არის ის გზა და ის დემოკრატიული ფორმატი, რომელიც მოგვიტანს დემოკრატიას, კეთილდღეობას და უფრო ძლიერი პარტნიორობა შედგება ევროკავშირსა და საქართველოს შორის.”
ვინც დიპლომატის ენას იცნობს, ყველა დაგვეთანხმება, რომ შარლ მიშელის სიტყვა, რომელიც მან პირისპირ, მედიის თანდასწრებით უთხრა პრემიერს, საკმაოდ მკაცრი იყო. მან პირდაპირ თქვა, რომ კულისებიდან აღარ მიადევნებს თვალს მოვლენებს და მედიაციაზე გადავლენ ფასილიტატორობიდან. ევროკავშირმა მედიატორის როლი ითავა და შესაბამისად, მას თავისი წინადადებებიც ექნება – მისი პირველი წინადადება ოპოზიციასთან შეხვედრაა და ამ შეხვედრას პრემიერი დათანხმდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინ, იგი გამორიცხავდა “ენმ”-თან დიალოგს.
მიშელმა პირდაპირ მიახალა პრემიერს, რომ საქართველოში ხალხი არ ენდობა სასამართლოს!
მიანიშნა და ცალკე გამოჰყო ის დახმარება, რომელიც მივიღეთ და რომელიც, იმედია, დაიხარჯა მიზნობრივად.
მიშელმა ზოგადად სასამართლო რეფორმაზე კი არ ისაუბრა, ამჯერად, ყურადღება გაამახვილა კონკრეტულ საქმეებზე, მართალია, ეს საქმეები არ დაასახელა, მაგრამ, ვფიქრობ, არავისთვის იქნება საიდუმლო, რომელი საქმეები იგულისხმა.
როგორც ჩანს, ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ ქართველ პოლიტიკოსებს მინიშნებებით საუბარი არ ესმით.
კომენტარები