პოლიტიკოსი, ნინო ბურჯანაძე, ტვ პირველთან ამბობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესი იყო სპექტაკლი. მანდ თქვა ისიც, რომ ოპოზიცია ნებსით, თუ უნებლიედ, ამ სპექტაკლში იყო ჩართული. ჟურნალისტმა, დიანა ტრაპაიძემ, ბურჯანაძეს უთხრა, რომ რაკი სპექტაკლი დასრულდა, ორშაბათიდან შეიძლება ველოდოთ ოპოზიციის ბობოქარ დღის წესრიგს.
ნინო ბურჯანაძე:
–რამდენი ხანია ელოდებით? მანამდე იყო სხვა სპექტაკელები, ასევე ოპოზიციის ჩართულობით. ეს სპექტაკლი იცით როდის დაიწყო? შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით და პარლამენტში ოპოზიციის შელაგებით,
როდესაც გაყალბებულ შედეგში მიყვები ქართულ ოცნებას, მერე ხან შედიხარ, ხან გამოდიხარ, ხან უცხადებ ბოიკოტს, ხან– არა და ერთი გადაწყვეტილება ვერ გაგაქვს პარლამენტში, ერთი გადაწყვეტილ;ება, ვერც ერთ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას ვერ ახდენ…
ოპოზიციამ რასაც მიაღწია, მიაღწია, როცა იყო ერთიანი. ამის წინ მქონდა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრა და საუბარში მე მას ვუთხარი, რომ კატასტროფული შეცდომა იყო ბატონი მიშელის მხრიდან, ის რაც მან გააკეთა საქართველოში, რომ არა მიშელის დოკუმენტის ხელმოწერა და პარლამენტი შესვლა… შესაძლოა ოპოზიციას ვერ მოეგო არჩევნები, მაგრამ ბალანსი სხვანაირად გადანაწილდებოდა და ძალიან დიდი ალბათობით იქნებოდა კოალიციური მთავრობა, ეს ძალიან კარგად იცოდა ქართულმა ოცნებამ, რომელმაც საერთო ჯამში არჩევნები წააგო 2020 წელს. საბოლოო ჯამში, ოპოზიციას მეტი ხმა ჰქონდა. ოპოზიციამ ვერ შეძლო თავისი პოზიციების დაცვა. ოპოზიციის ნაწილმა დაიწყო ევროპელ კოლეგებთან კეკლუცობა, მოეწონა ოპოზიციის ნაწილს ის, რომ რაღაცა ნაწილი მაინც საპარლამენტო პარტიად ითვლებოდა და ეს გახდა განხეთილების საკითხი ოპოზიციაში.
არის ბრძნული გამოთქმა – კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო., რასაც ახლა ვიძახი ამას დიდი ხანია ვიძახი, უნდა გაერთიანდნენ. მე ნაციონალური მოძრაობის მოწონებას იმედია ვერავინ დამაბრალებს, მაგრამ ობიექტური რეალობაა ის, რომ ნაციონალური მორაობის ფაქტორიც აუცილებლად იქნეს გათვალსიწინებული. ერთადერთ შედეგს ოპოზიციამ მიაღწია მაშინ, გაერთიანებით, ვიდრე შარლ მიშელი არ ჩაერთო და დაშლა არ დავიწყეთ მარტივ მამრავლებად, როდესაც ოპოზიცია ვიყავით ერთად. რომ არა კოვიდი და შარლ მიშელი, დღეს ქართული ოცნება არ იქნებოდა. უნდა სცოდნოდა შარლ მიშელს, რომ ამ ფურცელს გადაახევდნენ.
ოპოზიციამ დაიწყო უკან დახევა და ამიტომ არ თქმულა, რომ ეს პარლამენტი არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას, არც 2003 წელს არ თქმულა, რომ ის პარლამენტი არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას, არც 2008 წლის არჩევნების დროს. ესე იგი ყოველთვის შეიძლება… ჩვენ გვეშლება ერთი რამ, ვიცით გაფეშიტება ან მიწაში ჩადება, ზომიერების პრობლემაა. ჩემი კრიტიკა შარლ მიშელის მიმართ, იმას კი არ ნიშნავს, რომ მე მას ვაბრალე, რომ მას ბნელი ზრახვები ქონდა, მე გულისტკივილით ვამბობ, რომ მან შეცდომა დაუშვა, არ შეიძლებოდა მას დეტალებში სცოდნოდა, ყველა ის პრობლემა, რაც ქვეყანაში იყო. არ შეიძლებოდა მას სცოდნოდა ეს გადაწყვეტილება რას მოუტანდა ქვეყანას. ამისთის ვარსებობდით ჩვენ, ოპოზიცია, კარგად უნდა აგვეხსნა რა შედეგი დადგებოდა. მაგრამ ოპოზიცია გაიყო – პირველი ბზარი იყო, როცა გაიყო ბარიერგადალახულ და ბარიერგადაულახავ პარტიებად. როდესაც შენ ამბობ, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშინ რატომ იღებ იმას, რომ ვიღაცამ გადალახა, ვირაცამ – არა? მარტივი იყო იმათი დაყოლიება, რომლებიც პარლამენტში შედიოდნენ.
ნაციონალურ მოძრაობას უნდა ესმოდეს, რომ მისი ქუდის ქვეშ ოპოზიცია არ გაერთიანდება და არც უნდა გაერთიანდეს, ეს არის გამორიცხული. ყველა ერთად – თუ გვინდა რეალური ცვლილება. როგორც კი დაიწყება დაყოფა და შეიქმნება 3–4 გაერთიანება, ვხედავთ როგორც არის, შეიქმნა გაერთიანება, მერე დაიშალა, კიდევ შეიქმნა, კიდევ დაიშალა, სანამ ეს თამაში იქნება, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს კი არ ნიშნავს რომ ყველა თამაშობს, მაგრამ სამწუხაროდ, ესე გამოდის, ხანდახან ოპოზიციონერებს როგორც ჩანს მართლა ჰგონიათ რაღაცას აკეთებენ. ისტერიკებზე აღარ ვლაპარაკობ, არ ვარგა პარლამენტში ისტერიკები, მაგრამ ისეთი ენთუზიაზმით საუბრობენ… შედეგი რა არის? თავის თავს ოპოზიციამ ხომ უნდა ჰკითხს, შედეგი რა გვაქვს? შედეგი გვაქვს ის, რომ 2020 წლის არჩევნები ვაჩუქეთ ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას, შედეგი გვაქვს ის, რომ 2020 წლის პარლამენტი მივიღეთ ისეთი, როგორც მივიღეთ და ნურავის ვაბრალებთ იმ კანონებს, რომელიც არ მოგვწონს და მიიღება – ეს ხომ ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა? ოპოზიციამ აირჩია როლი, როცა იცი, რომ შენი ლაპარაკით არაფერი იცვლება და უბრალოდ ლაპარაკობ, შეცვლა შეიძლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნებოდა ამოცანა არა ის, რომ ოპოზიციის რაღაც ნაწილი შესულიყო პარლამენტში და გაემართლებია ქართული ოცნების პარლამენტში ყოფნა, იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკური ლანდშაფტი შეეცვალა.
–სრული ოპოზიციის გაერთიანება რას იზამს?
–არაფერს, იმიტომ რომ არ მოხდება, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მე რასაც ვხედავ, რომ არ ვიმარჩიელოთ, არაფერს, იმიტომ რომ არაფერი მოხდება, იმიტომ რომ ჯერ კიდევ მაინც ძალიან მაღალია იმისი განცდა რომ ერთი, ორი ან სამი პარტია რაღაცას გააკეთებს. პარტიის გაძლიერებაში ცუდი კი არაფერია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ამბობ, რომ ქვეყანა იქცევა, თავზე გვემხობა, არასწორი მიმართულებით მივდივართ, მაშინ შენი პარტიის გაძლიერება და 5–10 კაცის მანდატი კი არ უნდა იყოს პრიორიტეტი, არამედ პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლა.
კომენტარები