თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 8 წლის ბიჭს მარჯვენა ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ „რუსთავი 2-ს“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
„ბავშვის მდგომარეობა უმძიმესია, დასჭირდა მარჯვენა ფეხის ამპუტაცია. მას მრავლობითი დაზიანებები აქვს და ოპერაცია კვლავ მიმდინარეობს“, – აცხადებენ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში.
თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ავტომანქანა 8 წლის ბავშვს დღეს დილით დაეჯახა.
რუსთავი 2
კომენტარები