ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:
“მარცვლეულის შეთანხმებიდან” გასვლის შემდეგ, რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინისკენ მიმავალ ნებისმიერ გემს პოტენციურ იარაღის გადამტანად განიხილავს და უსაფრთხოების გარანტიას არ აძლევს.
საპასუხოდ, დღეს უკრაინამ გამოაცხადა, რომ 21 ივლისის 00:00-დან, როგორც რუსული, ისე უკრაინის ოკუპირებული (ყირიმი, ბერდიანსკი) პორტებისკენ მიმავალი ნებისმიერი გემი ჩაითვლება სამხედრო ტვირთების გადამზიდად (და შესაბამისად, სამხედრო სამიზნედ).
“კრეისერ მასკვას ბედი აჩვენებს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებს აქვთ საშუალებები, შავ ზღვაზე რუსული აგრესიის მოსაგერიებლად” – აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.
პ.ს. გარდა კრეისერი მოსკოვისა, უკრაინამ რამდენჯერმე მოაწყო თავდასხმა რუსულ სამხედრო გემებზე შავ ზღვაში, 500 კილო ასაფეთქებლიანი საზღვაო დრონების საშუალებით.
მოკლედ, შავ ზღვაში ნაოსნობა სახიფათო ხდება.”
კომენტარები