„ალია“, ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.
– არჩევნებამდე საკმაო დროა, მაგრამ არჩევნების თარიღი გამოცხადდა და საარჩევნო კამპანია გაიხსნა. თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები? „ქართული ოცნება“, ვფიქრობ, საგარეო წნეხის პირობებშიც კი, არც ერთი თავისი დაპირების შემსრულებელი არ არის. სავარაუდოდ, პროპორციულ არჩევნებში დაიწერენ 50%–ზე მეტს და მოიგებენ მაჟორიტარული ოლქების უმეტესობას. მერე იტყვიან, რომ არჩევნები ჩატარდა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე. ეს ჩემი პროგნოზია და თუ ასე მოხდა, მერე რას აკეთებთ თქვენ, ლეიბორისტული პარტია?
– თქვენი პროგნოზი, ასე ვთქვათ, რეალობისგან შორს არ არის. ეს ბევრჯერ უკეთებიათ და ამის გაკეთებას ახლაც აპირებენ, ამ არჩევნებზე. აქ არის ერთი „მაგრამ“. თუ ჩვენ გვინდა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და მომავალი გადავარჩინოთ, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობის საკითხი, არც ჟურნალისტების ან რომელიმე კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფისა თუ კლასის საკითხი. ეს საერთო ეროვნული საკითხია. თუ ჩვენ არ დავიძვრებით, არ გამოვალთ მასობრივად ამ არჩევნებზე და რაც მთავარია, არ გავაკეთებთ სწორ არჩევანს და ეს სწორი არჩევანია ლეიბორისტული პარტია. ამას ყალბი თავის მოქაჩლების გარეშე ვამბობ. ჩვენ ერთადერთი ვართ, ვინც საკუთარი სიტყვა შეასრულა და არ მოგვიტყუებია ჩვენი ამომრჩეველი, სხვებისგან განსხვავებით. ივანიშვილმა ყველაფრის გარეშე დაგვტოვა, მაგრამ სამშობლოს სიყვარული ვერ წაგვართვა. ამიტომ, თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ, დავეხსნათ გველეშაპს, დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფო გადარჩეს, უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი. თუ გავითავისებთ, რომ ეს 21–ე საუკუნის დიდგორია, ასეთ შემთხვევაში გავიმარჯვებთ. თუ ყურები ჩამოვყარეთ, ნიჰილიზმს და მცონარობას მივეცით თავი და კვლავ ყალბი არჩევანი გავაკეთეთ, იმის იმედად, რომ ეს გადაგვარჩენს, ის გადაგვარჩენს, მაშინ არაფერი გვეშველება. თუ სწორი, მართალი და პრინციპული არჩევანი გავაკეთეთ, მაშინ გადავრჩებით და ქვეყანაც გადარჩება. ხალხის ნებას წინ ვერავინ აღუდგება. ქართველ ერს იმპერიები შეუმუსრავს, იმპერიები შემომსხვრეულან ჩვენს ირგვლივ. ჩვენ გადავრჩით და მათი ნასახიც აღარ არის. ჩვენ კვლავ ვარსებობთ და გვაქვს მომავალი. ეს ქეციანი, ადგილობრივი დიქტატორი, კრემლიდან გამოგზავნილი ემისარი, ჩვენს ნებას წინ ვერ აღუდგება და გავიმარჯვებთ მასზე. ეს არის გამოსავალი, ეს უნდა გავითავისოთ. თუ კვლავ ფულზე გავყიდით ჩვენს არჩევანს, კვლავ ჩამოვყრით ყურებს ან არასწორ არჩევანს გავაკეთებთ და ისეთ ძალებს დავუჭერთ მხარს, რომლებიც ფსევდო–ოპოზიციონერობას გვეთამაშებიან, დღეს ერთს გპირდება და ხვალ გაურიგდება ხელისუფალს, ასეთ შემთხვევაში, ცხადია, არაფერი გვეშველება.
– წინათ, მოპარულს, კორუფციის გზით ნაშოვნ, სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად ნაყიდ თუ ნაჩუქარ ქონებას მალავდნენ, ჩქმალავდნენ, რაღაც დოზით, სირცხვილის გრძნობაც გააჩნდათ… ახლა ლამის ყოველდღე ქვეყნდება „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებისა და პოლიტიკოსების უკანონო საქმიანობის დამადასტურებელი ფაქტები, ამათ კი სასაცილოდ არ ჰყოფნით. ჟურნალისტებს კომენტარსაც კი არ აძლევენ და თუ ვინმემ მათთან მიაღწია, უღრენენ, სიტყვიერ შურაცხყოფას აყენებენ – რაც გინდა დაწერე, რაშიც გინდა ამხილე, მათთვის სულ ერთია. მთავარია, ბიძინა ივანიშვილი არ გაუბრაზდეთ, თუ რა ხდება? – მართალია, ფეხებზე ჰკიდიათ ყველაფერი. შავი დედლებივით გაკეთდენენ ეს შობელძაღლები. იპარავენ, ქრთამებს, „ატკატებს“ იღებენ, ათას მამაძაღლობას სჩადიან და არც მალავენ. გუშინ ცალ–ცალი კალოშით რომ იყვნენ, გასულ წლებში მაგათი სუსი არ გაგვიგია. მეტიც. სისხლიან რეჟიმს რომ ეძახიან, იმ რეჟიმის ნაწილი იყვნენ ბევრნი. ყველაზე მეტი სისასტიკით ვინც გამოირჩეოდა მაშინ, ისინი მოგვევლინენ ერის მამებად. მილიონერები გახდნენ, სოკოებივით უეცრად გაჩნდა მათი სასახლეები და აღარც უნდა ჰკითხო, შე მამაძაღლო, 2–3 წელიწადში როგორ ააშენე 2 მილიონ დოლარად ღირებული სასახლე, რაც იმუშავე და ხელფასი აიღე, კიდევ 10 წელი რომ იმუშავო და მაგას დაამატო, 2 მილიონი დოლარი მაინც ვერ დაგროვდებაო. საბანკო ანგარიშებზე კიდევ მილიონები აქვთ. ამ დროს წყდება ხალხი, სულს ღაფავს, წყდება ერი. დემოგრაფიული მონაცემებია ისეთი, ატირდება კაცი. ვინც უცხოეთში გაქცევით უშველა თავს, კარგი, უშველა, სხვა გზა არ ჰქონდა და შობადობა კატასტროფულია ქვეყანაში, ვმცირდებით და ვმცირდებით. სოციალური გარანტიები არ არსებობს, ეკონომიკა მკვდარია, სახელწიფო ჩამოშლილია. ჩვენ ვართ შუასაუკუნეების ფეოდალიზმის ხანაში. გაითვალისწინეთ, რომ 21–ე საუკუნეა, დაჩქარებულია მსოფლიო პროცესები, გლობალიზაციამ დააჩქარა და შეიძლება 20–30 წელიწადში გავქრეთ ქართველები საერთოდ. ამიტომ ვამბობ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – თუ ეს ხელისუფლება არ მოვიცილეთ, ეს სიმსივნე თუ არ ამოვიკვეთეთ, რომელიც ქართულ სახელმწიფოშია ჩაბუდებული, ყველას შეგვიწირავს. ესენი დაკრავენ ფეხს და წავლენ უცხოეთში, ფულიც აქვთ და უსამშობლოო ხალხია, სადაც კარგად იქნებიან, იქ იქნება მაგათი სამშობლო. ეს ყველამ უნდა გავითავისოთ. თუნდაც „ქართულ ოცნებაში“ რომ არიან, სახელმწიფო სამსახურში საშუალო და დაბალ რგოლებში დასაქმებულები, იმათაც უნდა გაითავისონ. ხომ ჰყავთ შვილები და შვილიშვილები? თავისებურად ხომ უყვართ ეს ქვეყანა? სამშობლოს კარგავენ და უნდა მიხვდნენ ამას. ბობოლები კი ერთადერთი მიზნით არიან მოვლენილნი, რომ ძარცვონ ეს ქვეყანა, მზად არიან, მტერს ემსახურონ, ოღონდ თავად იყვნენ კარგად. ხალხი დამშეულია, უმძიმესი სიტუაციაა. ყველაფერი გაძვირდა, ბენზინი, კომუნალურები, პროდუქტი, წამლები… მეც ოჯახი მყავს შესანახი და უკვე ვეღარ ვახერხებ ამას. კიდევ ბანკების ვალები და კატასტროფაში ვარ. არასდროს არ ყოფილა ასეთი დამშეული ეს ქვეყანა. არასდროს არ ყოფილა ასეთი უპერსპექტივობის განცდა ამ ქვეყანაში. დიმიტრი უზნაძეს აქვს კარგად ნათქვამი: “ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ“. უნდა გამოვიღვიძოთ, მონის სტატუსიდან უნდა გამოვიდეთ და დავიცვათ საკუთარი თავი და ჩვენი სამშობლო.
კომენტარები