საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე:
“დღეს ჩემმა მეგობარმა და კოლეგამ იმედა დარსალიამ ის თქვა რაც მე უნდა მეთქვა 2018 წელს როცა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ვასილა მაღლაფერიძემ გამაგდო და უბრალოდ იმიტომ არ ვთქვი რომ, საკუთარი ნერვები დავინდე, მეგონა რომ, მხოლოდ მე ვიყავი ქოცოვიზიებისთვის (ისევე როგორც ნაცოვიზიებისთვის) მიუღებელი ჟურნალისტი რომლის გაკონტროლება წარმოუდგენელი იყო… ნუ ჯანდაბას მეთქი, ამკრძალეს, ამკრძალეს, ჭირსაც წაუღია მთელი საზმაუს მენეჯმენტი თავისი ვასილას მდედრიონიანად. მაგრამ თურმე შეცდომა დავუშვი. იმედა გააგდეს იმიტომ რომ, ისიც ჩემნაირად უკონტროლოა, საკუთარი აზრი და გონი გააჩნია. უბრალოდ ერთი რამ გამორჩა პრეს კონფერენციაზე ჩემ მეგობარს და დარწმუნებული ვარ სრულიად მექანიკურად. შავი სია არა მარტო ექსპერტების აქვს ქართულ ოცნებას, შავი სია არსებობს ჟურნალისტებისაც და ამ შავ სიას მე გიორგი ფოფხაძე და მეცხრე არხის ვაშინგტონის ბიუროს ყოფილი ხელმძაღვანელი რუსუდან წერეთელი Rusudan Tsereteli ვუდგივართ სათავეში..
საზოგადოებრივი მაუწყებელი კარგი ჩემზე არ ამომიღია ხმა მაგრამ, ხომ არ გგონიათ ჩემ მეგობარს და კოლეგას არ დავიცავ? მაინც გაგინადგურებთ მაგ ვასილას ბუდეს.”
“საზმაუს შავი სია“ – ვის ჩაწერას უკრძალავენ საზმაუს ჟურნალისტებს? – იმედა დარსალია
კომენტარები