შავი ზღვა დაშავებულ და დაღუპულ დელფინებს რიყავს, რომლებიც ძლიერ სამხედრო სონარებს (ტექნიკაა, რომელიც ბგერებს ასხივებს და გამოიყენება წყალქვეშა სამიზნეების აღმოსაჩენად) ემსხვერპლნენ.
მკვლევარების თქმით, უკვე ასობით მკვდარი დელფინია ნაპოვნი ომის დაწყების შემდეგ.
ბულგარული კომპანია “გადავარჩინოთ დელფინების” ხელმძღვანელი, ატანას რუსევა:
“ექსპერტების აზრით, რომლებმაც გამოიკვლიეს ისინი, დელფინები მინიმუმ 10 დღის მშივრებიც იყვნენ, ხოლო ვისაც არ ჰქონდა დამწვრობა, მძიმედ იყო დაშავებული”, – თქვა მან.
მისივე თქმით, მკვდარი დელფინები გამოირიყა ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთისა და უკრაინის სანაპიროებზე.
კომენტარები