ოპერის მომღერალი, თამარ ივერი, სოციალურ ქსელში, წერს:
“არ შემიძლია არ დავწერო. ამას წინათ ერთ კლინიკაში ვიყავი. როდესაც ერთ პატივცემულ ექიმთან კონსულტაცია მოვითხოვე….მისაღების გოგონებმა მითხრეს…კი ბატონო, გადაიხადეთ, კონსულტაცია 80₾არიო.
ვიცი რომ კონსულტაციები ასე თუ ისე ყველგან სტანდარტულად 40-50ლარი ღირს, შეიძლება ვისაც ქართული დაზღვევა აქვს მისთვის უფასოა, მე კი სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ) ავსტრიაში ვარ დაზღვეული…ამიტომ საქართველოში раскашеливаюсь по полностью
ჰოდა, ბევრი რომ არ გავაგრძელო…ჩავეკითხე…
“უკაცრავად, ვერ გავიგე, მიღება 80ლარი????”
მხოლოდ ვკითხე, მეტი არაფერი, მაგრამ არ ვიცი რა გამომეტყველება მქონდა სახეზე,….
ეს გოგონები შეჩოჩქოლდნენ, ვიღაც მესამე გოგოს დაუძახეს… რაღაცას ბჭობდნენ, გადარეკეს გადმორეკეს და უცებ მეუბნებიან: “მობრძანდით, ქალბატონო თამარ, არაფერია გადასახდელიო”
გამიკვირდა, ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი….ჯობდა გადამეხადა, შევთავაზე კიდეც, არა, გადავიხდი მეთქი, მაგრამ იუარეს, ნუ…
მერე მეც ჩავთვალე რომ მიცნეს და ძალიან სურდათ პატივი ეცათ, რაზეც ძალიან დიდი მადლობა გადავუხადე მათ.
კონსულტაციამ კარგად ჩაიარა, თავად ექიმიც საკმაოდ სასიამოვნო ადამიანი და პროფესიონალი იყო, მაგრამ…..
ეს მაგრამ და კითხვა დღემდე მაწუხებს “მართლა როგორც თამარ ივერს მცეს პატივი თუ….იცოდნენ რომ, ამას წინათ მარტვილის კანიონის და ლოპოტას აბსურდულად მაღალ ტარიფებზე რომ “საკავშირო მასშტაბის”ამბავი ავტეხე და იფიქრეს, ვაიმე, ეხლა ამან ჩვენი კლინიკის ტარიფებზეც არ გააშვანშვალოს პოსტი და არიქა,ჯობია დავპატიჟოთო?
ეს დილემა დღემდე არ მასვენებს
როგორც მომღერალს მე რათქმაუნდა პირველი ვარიანტი მესიამოვნება, რადგან სავაჭრო/სამედიცინო ობიექტების სახალხო კონტროლიორ -მადონა კოიძეობას ნამდვილად არ ვაპირებ ცხოვრებაში (თუმცა, შიგადაშიგ თვალსაც არ დავხუჭავ ხალხის გატყავებებზე) ასე რომ, თავს იმით ვიწყნარებ რომ მიცნეს, დამაფასეს და უბრალოდ პატივი მცეს
პატივისცემა და დაფასება კარგია და მივესალმები, თუმცა, ის უამრავი ადამიანი ვინც ცნობადი სახე არაა რატომ ან როგორ უნდა იხდიდეს ასეთ მაღალ თანხებს მიღებებზე და წამლებში…ეს კიდევ ცალკე პოსტის თემაა!!”
კომენტარები