ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“გუშინდელს აქეთ შეძრული და გამწარებული ვარ – კოვიდმა მეგობრის მეუღლე, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცი წაგვართვა… მივმართავ ყველა ჩემს ნაცნობს – ვინც ამ თუ იმ მიზეზის გამო ფეხს ითრევს ვაქცინაციაზე. ორი, ძალიან კონკრეტული მაგალითი მაქვს, აცრასთან დაკავშირებით. სახელებს არ დავწერ, მაგრამ მენდეთ – ჩემს მეგობრებზე ვსაუბრობ და რეალური ადამიანები არიან. ერთ შემთხვევაში კოვიდით გარდაიცვალა სრულიად ჯანმრთელი და ახალგაზრდა კაცი – ჩვენი მეგობრის მეუღლე, რომელსაც დარჩა შვილები და უამრავი კარგი საქმე, რომელიც წესით ღრმა სიბერემდე უნდა ეკეთებინა. ის არ იყო აცრილი.
მეორე შემთხვევა – ასევე ჩემი, მეორე მეგობრის ოჯახს ეხება – დედა, დედამთილი და მამათილი, 80 წელს გადაცილებული ხალხი, ქრონიკული დაავადებების ბუკეტით. მაგრამ ორჯერ აცრილები – სახლის პირობებში ასრულებენ კოვიდს. უსიმპტომოდ, მხოლოდ ალაგ-ალაგ დაბალი სიცხით.
ნუ გადადებთ ხალხო ნურაფრის მიზეზით სიკვდილისგან თავის დაცვას – წადით, აიცერით. მნიშვნელობა არ აქვს რომელი ვაქცინით – აიცერით!
მივმართავ ჩემს აცრილ სამეგობროსაც. – ჩვენ უნიათო და უპასუხისმგებლო მთავრობა გვყავს, რომელსაც სააგიტაციო კამპანია ჯერაც არ დაუწყია. ამიტომ ჩვენს ახლობლებზე ჩვენვე უნდა ვიზრუნოთ – ველაპარაკოთ, მოვიწოდოთ, დავაჯეროთ, რომ არ ღირს ჯერ სიკვდილი”
კომენტარები