განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
„თუ რომელიმე მშობელი გადაწყვეტს, რომ მათ ურჩევნიათ, ბავშვმა კვლავ დისტანციურად, ონლაინ ფორმატში გააგრძელოს მეცადინეობები, ჩვენ მათ ამის უფლებას ვაძლევთ. შესაბამისად, ეს არჩევანი აქვს თითოეულ მშობელს და გვაქვს მაქსიმალურად მოქნილი სისტემა. ეს სისტემა დიდი ხანია დანერგილია, იმ პერიოდიდან, როცა ცოტა ხნით დასწრებულ ფორმატზე გადავედით. ასეთ დროს ჩვენ მშობლებს ვუტოვებდით არჩევნის შესაძლებლობას. არსებობს პორტალი და სკოლის ადმინისტრაცია კვლავ შეახსენებს მშობლებს, თუ როგორ ხდება ამ პროცესის ლოგისტიკა. ისინი პორტალზე არეგისტრირებენ სურვილს, რომ მათ სურთ სწავლა განაგრძონ დისტანციურ ფორმატში და შემდეგ სკოლა ამას უზრუნველჰყოფს. სანამ პანდემიაა ეს ასე გაგრძელდება.
იგივე ვრცელდება უნივერსიტეტებზეც და პროფესიულ კოლეჯებზეც. ჩვენ მათ ვაძლევთ უფლებამოსილებას, რომ 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი განაგრძონ დასწრებულ პროცესში. ისინი გადაწვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებენ სამინისტროსთან შეთანხმებით“
კომენტარები