მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას უკრაინაში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ეხმაურება და ამბობს, რომ “უხერხულობები იქნება”.
ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მეგობარ ქვეყანას ულტიმატუმების ენით დაუწყო საუბარი:
“ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ დაუშვა ძალიან სერიოზული შეცდომები, როდესაც მოუკრეფავში გადავიდა. მათ შეეძლოთ თავისი გაკვირვება გამოეხატათ სავარაუდოდ დანიშვნასთან დაკავშირებით, მაგრამ გადაამლაშეს, როდესაც ულტიმატუმის ენაზე დაიწყეს საუბარი მეგობარ ქვეყანასთან და ფეხების ბაკუნი და ამან უკურეაქცია გამოიწვია, გაღიზიანება უკრაინაში და ეს სამწუხარო მომენტია. უხერხულობები იქნება” – აცხადებს “მთავართან” გია ხუხაშვილი.
ვოლოდიმერ ზელენსკიმ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა.
კომენტარები