„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით „ქართული ოცნების“ რეიტინგი დღითიდღე ყველა კვლევებით კატასტროფულად ეცემადა თავის გადარჩენის მიზნით, განაგრძობენ მოსახლეობის დაშინებასა და ქვეყანაში მძიმე კოვდიმდგომარეობით მანიპულირებას. პარტიის პრემიერობის კანდიდატი „ქართულ ოცნებას“ ახსენებს, რომ თითოეული ადამიანის ხმა იქნება დაცული და მარცხს შეეგუონ.
“ქართული ოცნების“ რეიტინგი მათივე ყველა შიდა კვლევებით კატასტროფულად დაეცა და მათ უკვე კარგად იციან, რომ არჩევნებს აგებენ. ახლა თხზავენ, იგონებენ ათასნაირი შინაარსის ინფორმაციებს, სისულეებს, რომ თითქოს მოსახლეობაზე ზრუნავენ, რაც პირველ რიგში ხალხის დაშინებას ემსახურება. ერთ რამეს ვეუბნები ირაკლი კობახიძეს და მის „ფულის მკეთებელთა” გუნდს, შეეგუეთ, რომ არჩევნებში მარცხდებით, ყოველგვარი წინააღმდეგობა და დინების საწინააღმდეგოდ სვლა იცოდეთ, რომ კიდევ უფრო მძიმე დღეში ჩაგაგდებთ. შესაბამისად, თითოეული ადამიანის ხმა იქნება დაცული და არავის არ მივცემთ არჩევნებით მანიპულირების შესაძლებლობას,“ -აცხადებს გიორგი ვაშაძე
კომენტარები