ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
“წავიკითხე და გამეღიმა – ასეა ბატონებო, გეუბნებით არ იცნობთ თქვენ მათ, არა!
თითქოს არ არის ამის დრო, მაგრამ…. რწმენას ბატონო მიხეილ, არც მკერდის მოღეღვა და ჯვრის ჩვენება სჭირდება, არც კამერის წინ ისე დაჯდომა კედელზე დიიიდი ხატი გამოჩნდეს და მით უფრო არც 5 ივლისის გაპრავება იყო სწორი, როგორც მორალურად ასევე პოლიტიკურად.
პატრიარქმა გითხრათ თქვენ, მრევლის (საკუთარის და თქვენის) გასაგონად – იჯექით სადაც ზიხართო.
უფლის ნება კი არა საქართველოს ნება “გადმოგცათ”…. გაგიკვირდებათ, მაგრამ თქვენ, მიხეილ სააკაშვილმა 2010 წლის 4 აგვისტოს, საქვეყნოდ ბრძანეთ: პატრიარქი ჩემთვის არის სიმბოლო საქართველოსი. უარესიც თქვით იმ დღეს და სეკულარიზმი დაასამარეთ, მაგრამ ავუაროთ ამას გვერდი და სხვა ფრაზას გაგახსენებთ: “დღეს ჩვენთან არის ჩვენი პატრიარქი, ჩვენი სულიერი მამა. თავის თავად, დაუმარცხებლობის სიმბოლო, მტრის წინაშე აუღელვებლობისა და ძალიან დიდი სულიერი სიმტკიცით გამოწვეული სიმშვიდის. ის არის ჩემთვის სიმბლო საქართველოსი”.
ჰო და ეგრე – ამ ქვეყანას თუ რამე უბედურება სჭირს მასში “ბევრი რუსეთია” და ეს ბევრი რუსეთი წინა ხელისუფლებამ საოცრად, არნახულად გააძლიერა და გაათავხედა.
შეეშვით ახლა პატრიარქზე აუგს თქვენ – მიშისტები!”
კომენტარები