“გაუზიარე სინათლის” კამპანიის ფარგლებში, უკრაინისთვის 497 000 ლარი და 328 გენერატორი შეგროვდა – ინფორმაციას კამპანიის ინიციატორი, “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა სოციალურ ქსელში ავრცელებს:
“გაბარებთ ანგარიშს :
შეგროვდა 497 000 ლარი და 328 გენერატორი-ჯამში 1,6 მეგავატი.
მეგობრებო, ხვალ გთხოვთ მობრძანდეთ წერეთლის 114-ში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში. ვტვირთავთ და ვაგზავნით ჰუმანიტარულ ტვირთს – გენერატორებს, დაგვჭირდება თქვენი დახმარება.
აქციის მონაწილეებს და უკრაინის მომხრეებს გთხოვთ მობრძანდეთ ოჯახის წევრებთან, ბავშვებთან ან მეგობრებთან ერთად და გამოვხატოთ მხარდაჭერა მამაცი უკრაინელი ხალხის მიმართ !
ადგილზე დაგხვდებათ სტიკერები და ერთად გავალამაზოთ ჰუმანიტარული ტვირთის ყუთები
დიდება საქართველოს
დიდება უკრაინას
დიდება გმირებს.”
კომენტარები