ყოფილი დეპუტატი, ირაკლი მელაშვილი:
„შეიძლება ბევრის რისხვა დავიმსახურო, მაგრამ რომ არ დავწერო ისიც არ მგონია, რომ მართალი ვიქნები.
ოპოზიციურ პარტიების პარლამენტში შესვლა არშესვლას თავისთავად ვერ შევაფასებ ვერც არასწორ და ვერც მართებულ ნაბიჯად. თუ ახლა ხელახალი არჩევნების დანიშვნის მიღწევაა მთავარი მიზანი, ჯერ უნდა დაიგეგმოს, როგორ ვაპირებთ ამ მიზნის მიღევას, რა რეალისტური გზა არსებობს. ამ გეგმის ნაწილი უნდა იყოს პარლამენტში შესვლა არშესვლის საკითხი და არა პირიქით, გამოვაცხადეთ, რომ პარლამენტში არ შევდივართ, დავიმსახურეთ არჩევნების გაყალბების გამო გაბრაზებული და შეურაცხყოფილი ხალხის ტაში, არ შევედით და? მერე ვიწყებთ ფიქრს ახლა რას ვშვებით? როგორც ვაგრძლებთ ბრძოლას? უბრალოდ ბრძოლას კი არა ეფექტიან ბრძოლას?
თუ მკაფიო გეგმა არ არსებობს, მათ შორის მოვლენების განვითარების იმ ვარიანტზე (ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ყველაზე უფრო რეალისტურზე) რომ ხელისუფლებ არანირ დათმობებზე არ მოდის, მაშინ რა ხდება? ოპოზიცია იტოვებს მხოლოდ ქუჩის ბერკეტს? ესეც შესაძლებელია, მხოლოდ მაშინ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ რუსთაველზე აქციებით და ქალაქში მსვლელობებით შედეგი დიდი ალბათობით არ მიიღწევა.
მაინცდამაინც არც იმის იმედი უნდა გვქონდეს, რომ კოლექტიური დასავლეთი ჩვენს მაგივრად გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს. არასდროს ეს ასე არ მომხდარა. ის იმდენად იქნება ადექვატური, რამდენადაც ადექვატური იქმნება ქართული ოპოზიცია. ამიტომ, ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, აბსოლუტურად სწორი და სასიცოხლოდ აუცილებელიაა, რომ სამოქლაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტიებმა დადონ არჩევნების გაყალბების დამაჯერებელი ფაქტები, რათა წინა საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, შეძლონ ფაქტებით დაუმტკიცონ საერთაშორისო საზოგადოებას 26 ოქტომბრის არჩევნების მასობრივ ფალიფიკაცია. ამის გარეშე, არანაირი მყარი საერთაშორისო მხარდაჭერა, საპროტესტო მოძრაობას არ ექნება.
ხელისუფლებებმა საქართველოში ისწავლეს როგორ მოითმინონ და აიტანონ რამდენიმე საათიანი დესტაბილიზაცია ქალაქის ცენტრალურ უბნებში, მიტინგებით თუ მსვლელობებით ცენტრალურ უბნებში ქუჩების გადაკეტვები. ისინი დახელოვნდნენ დროში გაწელილ პროცესზე ეთამაშონ ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას, როცა მრავალდღიან-მრავლრიცხოვანი აქციების შემდეგ მიზნის მიუღწევლობით ფსიქოლოგიურად თუ ფიზიკურად დაღლილ აქტიურ საზოგადოებას გამოელევა მუხტი, წაერთმევა გამარჯვების იმედი და პროტესტი მინავლდება. ეჭვი მაქვს, ხელისუფლება ახლაც ამ ტაქტიკას აირჩევს.
ზოგადად როცა პოლიტკაში ვიყავი არაერთხელ დაგვიშვია ეს შეცდომა ოპოზიციას, რომ პროტესტის მომზადების პროცესში გათვლა გვქონდა მოვლენების განვითარების მხოლოდ ერთ ვარიანტზე, ძალიან მწვავე, მრავალრიცხოვან განგრძობით აქციაზე, (შიმშმილობა, კარვები ქალაქის ცენტრის მრავალდღიანი გადაკეტვა და.ა.შ.) იმის იმედით, რომ აქციის სიმწვავის გამო ხელისუფლება დათმობდა. შემდეგ როცა ხელისუფლება არ მიდიოდა კომპრომისზე, უკვე ოპოზიციაში ჩნდებოდა ბზარები. ნაწილი რადიკალიზაციის მომხრე იყო, ნაწილი მოალაპრაკებების დაწყებას და კომპრომისებს უჭერდა მხარს, ოპოზიციის ერთობა ირღვეოდა, ამით სარგებლობდა ხელისუფლება და იგებდა.
ამას იმიტომ ვწერ, რომ ვიღაცა გავკილო ან ჭკუა ვარიგო. ღმერთმა დამიფაროს. ჩემი პატივისცემა ყველას ვინც დღეს იბრძვის. უბრალოდ, ქართული საპროტესტო მოძრაობებს თავის ისტორიაში , ძალიან სწორი და სამართლიანი მოთხოვნების პირობებშიც კი ბევრი მარცხი უნახავს, არასწორი დაგემვის გამო, რასაც საზოგადოების კარგა ხნიანი ფლუსტრაცია მოყოლია ხოლმე. ამიტომ აუცილებელია, რომ ოპოზიციას რამდენიმე სამოქმედო გეგმა ჰქონდეს გათვლილი ხელისუფლების სხვადასხვა რეაქციაზე, რათა სიურპიზები არ შეხვდეს და სპონტანური გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობის წინაშე არ დადგეს.“
კომენტარები