ასტროლოგი რამაზ გიგაური:
„დღეს, 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 15:06 საათზე ახალმთვარეობაა. მთვარე უერთდება არა მხოლოდ მზეს, არამედ მარსსაც და და ეს ხდება სასწორის მე-14 გრადუსში.
უახლოესი ერთი თვე:
?იოლად შეიძლება დაირღვეს წონასწორობა (მშვიდობა);
?ვერ მოხერხდეს შეთანხმება (ან დაირღვეს შეთანხმება);
?დალაგებული სიტუაცია „აყირავდეს“;
?მატულობს კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა;
?გლობალურ დონეზე მატულობს პოლიტიკური კრიზისების, პროვოკაციების და შეიარაღებული დაპირისპირებების ალბათობა.
ეს ახალმთვარეობა – ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ცხადია, სასწორებისთვის, ასევე ვერძებისთვის, კირჩხიბებისთვის და თხის რქებისთვის.
ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში დატვირთული აქვს ვერძის, კირჩხიბის, სასწორის და თხის რქის მე-13, მე-14 და მე-15 გრადუსები.
დანარჩენი ნიშნებისთვის შედარებით ნეიტრალური იქნება.
გისურვებთ სიმშვიდეს და ჰარმონიას!“
კომენტარები