საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით უცხოეთიდან კვლევის შედეგებს ელოდებიან. ამის შესახებ სასულიერო პირმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე ისაუბრა.
“ჩვენ ეს თემა არ გამოგვიტანია საჯარო მსჯელობის საკითხად. არ გამოგვიტანია, არც ვაპირებდით, იმიტომ, რომ ვაპირებდით გავრკვეულიყავით რასთან გვაქვს საქმე. შეიძლება ეს ყოფილიყო სრულიად ყოფითი საქმე, ამ პროცესში ვიყავით, რადგანაც მოხდა ამისი გახმაურება, შემდეგ უკვე შეკითხვებს გავეცით პასუხი. ნივთიერება, რომელიც სისხლში აღმოჩნდა, ყოფილა შემთხვევები, როცა გამოუყენებიათ ადამიანის მოსაწამლად. უცხოეთიდან ველოდებით კვლევის შედეგებს. საგამოძიებო უწყება დაგვიკავშირდა, თავი შევიკავეთ, იმიტომ, რომ რაღაც ნიუანსები გვაქვს გასარკვევი, მაგალითად, სამედიცინო ექსპერტიზა. ჩვენ რასაც ვფიქრობთ, იმას ვსაუბრობთ ხმამაღლა. მეუფე შიოს ჯანმრთელობა ნორმალურია, შრომისუნარიანი, არ აქვს შეზღუდვა საზოგადოებასთან ურთიერთობაზე“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
კომენტარები