ალტერნატიული კონსილიუმის წევრი ექიმი ლევან ბესელია, რომელიც ცოტა ხნის წინ, გლდანის ციხიდან გამოვიდა, ამბობს:
“იგი ცნობიერების მკვეთრი დაქვეითების პერიოდში არის ახლაც. გონზეა თუმცა პერიოდულად არ არის პაციენტი იმ ცნობიერებაზე, რომ ადეკვატურად უპასუხოს ყველა შეკითხვას. ის არის ღრმა ჰიპოვოლემიურ მდგომარეობაში, პაციენტთან გამოხატულია დიარეა საკმაოდ მძიმე ფორმით, ამ ფონზე, პაციენტთან შემცირებულია დიურეზი, რაც ნიშნავს, რომ ის ადეკვატურად ვერ შარდავს. ჰიპოვოლემიის თანხლება დიარეასთან ესაა უმძიმესი წინაპირობა, ღრმა და მძიმე ჰიპოვოლემიური შოკის განვითარების.
პაციენტი დაუყოვნებლივ საჭიროებს გადაყვანას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში. აუცილებლად სჭირდება თავის ტვინის მაგნიტო რეზონანსული გამოკვლევა. აუცილებელია ელექტრო ენცეფალოგრაფიული კვლევა. სჭირდება მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
მოსალოდნელია არათუ გონების კარგვის ეპიზოდი, შეიძლება გონება დაკარგოს და გონს ვეღარ მოვიდეს”
კომენტარები