დაავადებამ შეიძინა უფრო მაღალი ინფექციურობა. 1,7-ჯერ უფრო მარტივად ვრცელდება, – ამის შესახებ ექიმმა, გიორგი ღოღობერიძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში კორონავირუსის ახალ შტამზე საუბრისას განაცხად.
მისი თქმით, ახალი შტამი გაცილებით სწრაფად ვრცელდება და ვირუსის ინფექციურობა გაიზარდა, თუმცა დავადების სიმძიმე არ შეცვლილა.
“კორონავირუსის ბრიტანული შტამი განსხვავდება რაღაც თვისებებით წინა ვარიანტისგან. ამ ახალ შტამს, ისევე როგორც წინას, გააჩნია ცილა, რომლითაც ის უკავშირდება ჩვენი უჯრედების რეცეპტორებს და მასში იჭრება. მაგრამ ახალი შტამის შემთვევაში ცილამ განიცადა ცვლილება და უფრო კარგად ჯდება რეცეპტორში და მარტივად ვრცელდება, უკავშირდება ძალიან ძლიერად. ამიტომ ძალიან ბევრი აქვს ადამინს ვირუსი სასუნთქ გზებში. ჩვეულებრივი საუბარი, დაცემინება დახველება უფრო მარტივად ავრცელბს.
დაავადებამ შეიძინა უფრო მაღალი ინფექციურობა. 1,7-ჯერ უფრო მარტივად ვრცელდება.
მართალია მუტაცია მოხდა და მარტივად ვრცელდება, მაგრამ დავადების სიმძიმე არ შეცვლილა. როგორც წესი ჩვენ კიდევ ბევრჯერ გავიგებთ მუტაციებს. შეიძლება ქართული ვარიანტიც კი იყოს, საქართველოდან წამოსული შტამი… თუმცა, მთავარი ისაა, რომ არცერთი მუტაცია არ შეცვლის დაავადების სიმძიმეს“,- ამბობს ღოღობერიძე.
კომენტარები