ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კორონავირუსით ინიფიცირების შემდეგ ე.წ გრძელი კოვიდის რისკი არსებობს, რომელიც, მისივე შეფასებით, ვერაგია და შესაძლოა ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემები მთელი ცხოვრების მანძილზე დაუტოვოს.
„კოვიდის გადატანა (7-24 დღეში) ეს ერთი პრობლემაა, მაგრამ გრძელი კოვიდი არის ვერაგი მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება, მთელი ცხოვრება დაგტანჯოთ.
ფაიზერი და მოდერნა არ არიან უკვდავების ელექსირი, მაგრამ დაგიცავთ (არა 100%-ით) ვირუსისგან და თუ დაგემართათ ვირუსი, 50%-ით დაგიცავთ გრძელი კოვიდისგან.
აიცერით, სანამ დროა“,- წერს გიორგი ფხაკაძე.
კომენტარები