უსაფრთხოების ექსპერტი, ლაშა პატარაია, ტვ პირველთან, ამბობს:
“დღევანდელი სიტუაცია, გამომდინარე ესებუას პროლოგიდან – განსაკუთრებულია. ახლა თუ არ მოხდება ამ ბოროტმოქმედის აყვანა, მივიღებთ ისეთ ვითარებას, რომ ჩამოიშლება მთლიანად სამოქალაქო უსაფრთხოება. მაშინაც ავღნიშნე, რომ ესებუას ქეისის უმართაობა გამოიწვევდა ბევრ პრობლემას. 10–ზე მეტი შემთხვევა ვნახეთ უკვე. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამ ბოროტმოქმედის აყვანა მოხდეს. თავს შევიკავებდი ამ ეტაპისთვის, მის შეფასებას ტერორისტად, ტერორიტს გააჩნია ბევრად მეტი მოტივები, ვიდრე მატერიალური – პროტესტი სამართლიანობის ნაწილში, რადიკალური, რელიგიური მესიჯები. დროშა მოითხოვა და ეს შეიძლება გარკვეულ იმიტაციას იძლეოდეს.
ის რომ ეს ადამიანი არ არის სამხედრო და არ არის ფსიქიკურად მდგრადი, გარკვეულ პრივილეგიას აძლევს სპეცრაზმს, მაგრამ გარკვეულ რისკებსაც ქმნის პროგნოზირების ნაწილში. ის რომ მან მოითხოვა დროშა და ანკესი, შეიძლება უკავშირდებოდეს იმ იდეოლოგიას, რომელმაც შეიძლება ეს დანაშაული გადააკვალიფიციროს ტერორისტულ საფრთხედ, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ასეთ დროს, ასაფეთქებელი მოწყობილობების დოზა, რაც ჩანს, იმის გარდა, შეიძლება სხვა ადგილებშიც არის დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და გაყვანის დროს მან შეიძლება თავის დაზღვევის მიზნით ყურადღება გადაიტანოს და რაღაც დეტონაცია გამოიწვიოს, არა იმ მიზნით, რომ მოქალაქეების მსხვერპლი მოჰყვეს ამას, არამედ გაქცევის დაგეგმარებისთვის. შეიძლება მისი ძლიერი მხარე იყოს ასაფეთქელები, მაგრამ ის ელექტრონათურები, რომლებიც ციმციმებენ, სრულიად უფუნქციოა ხოლმე მსგავს შემთხვევებში. ამის ბოლომდე დარწმუნების საშუალებას არ გვაძლევს. ყველაზე აქტიური ფაზა მიეცემა სპეცსამსახურს, როცა მოხდება მოლაპარაკების ფინალულ ნაწილზე გადასვლა და გაყვანისას ექნებათ ტაქტიკური მანევრის საშუალება და ეს არის სწორედ საშიში, სადააც გადის ზღვარი ადამიანების სიცოცხლესა და იმ საფრთხეს შორის, რაც ადგილზე შეიძლება განვითარდეს.
რამოდენიმე ტიპის მესიჯია აქ, რაც უნდა ითვქას – ერთი, წინა ქეისის უმართაობა, არაკომპეტენტურობა, ამ ქეისის გაჩენა, რატომ გაჩნდა, რა იყო მოტივები და რამდენად იყო რეალური და თავის დროზე ალბათ, გაჟღერდება რაღაცეები, ამ ქეისმა გააჩინა მოთხოვნილება, რომ პრევენციის ნაწილში მეტია გასაკეთებელი. ამ კუთხით, რაღაც ნაბიჯები გადაიდგა, ახლა მნიშვნელოვანია ტაქტიკურად როგორ გამოიყენება. ეს გაკვეთილები მხოლოდ მედიისა და სპეცსამსახურებისთვის არ არის.
სპეცსამსახურებამა აქედან რა ისწავლა ეს გამოჩნდება დღევანდელ მართვაში. მედიამ რომ დიდი გამოცდილება მიიღო და დამოკიდებულების კალიბრაცია მოახდინა ჩანს, ბევრად გაფილტრულია დღეს მუშაობა, ვიდრე აქამდე. მაგრამ, ბანკი არ უნდა იყოს აღქმული, როგორც მსხვერპლის როლში. ბანკისთვის ფული ყოველთვის არ არის აქტივი. როცა შენს ბანკში ხდება მიყოლებით 10–მდე შემთხვევა, ეს უნდა მოქმედებდეს და იზრუნო პრევენციაზე. როდესაც ბანკს მიმართავს მომხმარებელი სესხზე და სწავლობს მის რისკებს, ანალოგიური პროცესი უნდა განხორციელდეს უსაფრთხოებაზეც, რადგან ფაქტია, ბანკი ზოგადად იზიდავს კრიმინალებს.
თუ ამ ქეისის მართვა არ მოხდა სწორად, სამწუხაროდ, გარწმუნებთ, მივიღებთ ისეთ ვითარებას, როცა ქვეყანაში უკონტროლო გახდება სამოქალაქო უსაფრთხოება და კრიმინალური ფონის მართვა გახდება შეუძლებელი.
კომენტარები