პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ამბობს, რომ პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის კონფლიქტის საფუძველი არ არსებობს. მმართველი გუნდის ლიდერის თქმით, პრეზიდენტი მოსმაართლეების ფიცის დადების ცერემონიალს შესაძლოა, იმიტომ ვერ დაესწრო, რომ უბრალოდ არ ეცალა.
პრეზიდენტის მხრიდან ეს რომ პარტიული ღონისძიება იყოს, მართლა შეიძლება ვიღაცას გასჩენოდა ეჭვი, რომ ხომ არ არის ეს დემარში, ან კონფლიქტი მიზეზი. ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო, ეს არ არის არც პარტიული ორგანო და ორგანიზაცია, როლის წინააღმდეგ შეიძლება რაღაც დემარში განახორციელო, მითმეტეს, როცა შენი წარდგენილი კანდიდატი ინიშნება. მან, ქალბატონმა პრეზიდენტმა ალბათ ვერ შეძლო ჩამოსვლა. არანაირი კონფლიქტის საფუძველი არ არსებობს, – განაცხადა კუჭავამ.
პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ბათუმში ჩავიდა, სადაც მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრო.
კომენტარები