რატომ დაიწყო ფრინველის გრიპის, SARS-ის, ახლა კი COVID 19-ის პანდემია ჩინეთში? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შვეიცარიული გამოცემა Neue Zürcher Zeitung-ი შეეცადა.
სტატიის ავტორის თქმით, ჩინეთში მოსახლეობის დიდი რაოდენობა შედარებით პატარა ტერიტორიაზეა განთავსებული, სოფლის მეურნეობისთვის შესაფერისი სივრცე კი ცოტაა, ამიტომ ცილების მოთხოვნილებას აქ პირველ რიგში მცენარეული პროდუქტებით იკმაყოფილებენ: მაგალითად, სოიოთი. თუმცა ქვეყანაში ასევე პოპულარობით იხვის ხორცი სარგებლობს და სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ეს დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
„ჩინეთში ფრინველის გრიპის გადაცემის მხრივ საფრთხე პირველ რიგში იხვებისგან მოდის. მათ ტბები სჭირდებათ, რომლებსაც პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე სუფთა ჰაერზე აწყობენ. შედეგად შესაძლებელი ხდება გარეული და შინაური ფრინველების კონტაქტი და მათ შორის სხვადასხვა ვირუსის გადაცემა. სწორედ ამიტომ ჩინეთში შინაური ფრინველის მიერ ვირუსის ადამიანზე გადადების ალბათობა გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში”
ჩინეთში ხელისუფლების კომპეტენციის არ სჯერათ, ყვავის კორუფცია, რამაც გლობალური პანდემიის საწინდარი შექმნა. სამწუხაროდ, სიტუაციის გაუმჯობესების შანსები დაბალია: სანამ სახელმწიფო მოქალაქეთა კონტროლში ცრუ პრიორიტეტებს სახავს, მათ შორის სარისკო სოციალური პრაქტიკები კვების და სხვა სფეროებში ფართოდ იქნება გავრცელებული”
რეზონანსი
კომენტარები