ღარიბაშვილის, ჩუბინიძისა და ბერა ივანიშვილის საუბრის ჩანაწერების გავრცელებაზე “ალიას” საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ზვიად ტომარაძე ესაუბრება:
– ორი ვარიანტი არსებობს – ერთი ის, რომ ძველი ჩანაწერია და თუ ეს ახალი ჩანაწერია, ნაციონალურ მოძრაობას დღემდე გააჩნია საშუალებები ასეთი ჩანაწერის მოპოვების და მეორე – თუ ეს ჩანაწერი ახალია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამაში გახარიას ხელი ურევია და გახარია სამაგიეროს უხდის ივანიშვილსა და ღარიბაშვილს. რაც შეეხება ფაქტს – ჯერ ავთენტურობა დასადგენია, მაგრამ ძალიან სამწუხარო ფაქტია, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთ შარში გაეხვა, ეს წინაპირობა იქნება, რომ კიდევ მეტად აირიოს სიტუაცია ქვეყანაში. ეს ჩანაწერები იქნება იმის თქმის წინაპირობა, რომ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც პირად ანგარიშსწორებას მიმართავენ. ეს, ალბათ, დასაწყისია და გაგრძელებებიც მოჰყვება. ასე მოხდა 2012 წელს – რომ არა მაშინ გამოქვეყნებული ციხის კადრები, ხელისუფლებაში ახლაც ნაციონალური მოძრაობა იქნებოდა. ცვლილებები გადაწყვეტილია როგორც ჩანს და ჩემი აზრით, ეს დაიგეგმა ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ყველაფერი რომ ერთი გეგმის ნაწილია, იქედანაც ჩანს, რომ მიუხედავად არაერთი ადამიანის გაფრხილებისა და გახსოვთ, ალბათ, ვწერდი, როგორი მძაფრი რეაქცია მოჰყვებოდა მეორე ადგილზე გასული პარტიის ლიდერის დაკავებას, ხელისუფლება მაინც წავიდა ნიკანორ მანდელას სცენარზე. როგორც ჩანს ეს საზღვარგარეთიდან წამოსული, ხელისუფლების შეცვლის დაკვეთაა და წამზომი ჩართულია.
ალია
კომენტარები