სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული რეგიონში არსებულ ვითარებას აფასებს, ალექსანდრე მოწერელია მოქალაქეებს მოუწოდებს დარჩნენ სახლში, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სახლიდან გამოსვლის დროს კი დაიცვან სოციალური დისტანცია. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, რეგიონში მოქალაქეთა გადაადგილება გახშირდა, რის გამოც იძულებული არიან ბაზრის დახურვის საკითხი განიხილონ
,,რაც შეეხება ქალაქის ჩაკეტვას – ვითარება ძალიან სწრაფად იცვლება და გამორიცხული არაფერი არ არის. ფაქტია, რომ არის ქალაქში ხალხმრავლობა და მოურიდებლობა. რაც შეეხება სასაფლაოებს – სასაფლაოები დაიკეტება იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდება მსგავსი ხალხმრავლობები და გადაადგილებები. ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება, სახელმწიფოს ინტერესი არ არის შეზღუდვები, მაგრამ სამწუხაროდ ზოგიერთი მოქალაქე იქცევა უპასუხისმგებლოდ და მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დარჩნენ სახლში, ნუ შეუქმნიან პრობლემას სხვებს და საკუთარ თავს“
კომენტარები