„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, თეონა ჭალიძე უსაფრთხოების ნორმებზე:
„უსაფრთხოების წესები:
1. შეიკარით თმა მჭიდროდ, რომ გაშლილ თმაში ხელი მარტივად ვერ ჩაგავლონ;
2. სახეზე არაფერი წაისვათ, რადგან ნებისმიერი საშუალება ქიმიურ ნივთიერებებთან მარტივად შედის რეაქციაში;
3. ნურაფერს შემოიხვევთ ყელზე (შარფი, ყელსაბამი და სხვ.);
4. არ ჩაიცვათ კაბა. ჩაიცვით კომფორტული ტანსაცმელი, რომ მარტივად შეძლოთ გაქცევა;
5. ჰიგიენური საშუალებებიდან უპირატესობას ნუ მიანიჭებთ ტამპონს. (დაკავების შემთხვევაში, შესაძლოა გამოცვლა გაგიჭირდეთ და ტოქსიკური შოკის ალბათობა იზრდება);
6. გქონდეთ მოსახერხებელი ჩანთა, რომელიც აუცილებლად შეკრული იქნება;
7. წამოიღეთ „საწოვარიანი თავით“ წყალი, რომ საჭიროების შემთხვევაში მარტივად შეისხათ თვალებში;
8. ლინზები არ გაიკეთოთ! (ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შემთხვევაში, მაშინვე დაგჭირდებათ მოხსნა);
9. მაქსიმალურად მომდგარი ტანსაცმელი ჩაიცვით და გრძელმკლავიანი, რომ შეზღუდოთ ქიმიური ნივთიერების მოქმედება კანზე;
10. იქონიეთ პირბადე;
11. ქიმიური ნივთიერება აუცილებლად მხოლოდ წყლით ჩამოიბანეთ (!)
12. დატენეთ ტელეფონი და ქეშად იქონიეთ თანხა;
13. მოგერიებისას გასაღები ცერა და საჩვენებელ თითებს შორის გქონდეთ, გარშემო მთლიანად შეკრული მუშტით.
14. გადმოწერეთ აპლიკაცია 112 Georgia, რომ საჭიროების შემთხვევაში შეძლოთ SOS ღილაკის გამოყენება;
15. თან იქონიეთ წყალი.“
კომენტარები