სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი “რიონის ხეობის მცველებს” ლგბტ სამკლაურის არდაგმობაში ადანაშაულებს და “სახალხო შენანებისკენ” მოუწოდებს მათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობს, რომ “ცუდი ფინალი ელით”.
“თუ გინდათ, შვილებო, რომ ღმერთმა გაპატიოთ, უნდა შეინანოთ ჯვრის გმობა და უნდა შეინანოთ ასეთი განურჩეველი და მიმღებლური დამოკიდებულება სოდომ-გომორის ცოდვის მიმართ, თუ სახალხოდ არ შეინანებთ, ძალიან ცუდი ფინალი ელის თითოეულ თქგვენგანს და თქვენს მომავალს პირადად. […] თუ ფიქრობთ, რომ თქვენ მოგაქვთ გამარჯვება, აუცილებლად დაეცემით, აი, მოგივიდათ კიდევაც ეს დაცემა, საშინელი დაცემა, ორმაგი დაცემა, ჯვრის დაგმობა და მიმღებლობა იმ საშინელი, სამარცხვინო ცოდვის.
როცა შენ შენი ნებით ამბობ უარს ჯვარზე და იძახი, იმის გამო, რომ ვიღაცას არ ეწყინოს, მე ჯვარს აღარ ვატარებო, შენი ნებით ამბობ გამარჯვებაზე, ძლევაზე უარს და ჯვრის მგმობელების რიგში დგები.
ასეთი გამონათქვამი, თუნდაც ის უნებლიედ იყოს ნათქვამი, აუცილებლად, როგორც საჯაროდ იქნა დაგმობილი ჯვარი, ასევე საჯაროდ უნდა იქნას შენანებული, თორემ ამის ბოლო არის დამარცხება. ჯვრის მტერი ვერასდროს ვერ გაიხარებს”
შეგახსენებთ, როდესაც, სულაძემ თქვა, რომ აქცია-მსვლელობის დროს აღარ დაიჭერდა ჯვარს, რათა სხვა რელიგიის წარმომადგენლებისთვის დისკომფორტი არ შეექმნა. გარდა ამისა, მან ხეობაში დაბრუნების შემდეგ, ფალავანდიშვილებს შენიშვნა მისცა და სთხოვა აღარავინ გაეგდოთ აქციიდან, ლგბტ სამაჯურის, ან სხვა მიზეზის გამო.
კომენტარები