ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ CoVid-19 ჩინურ ლაბორატორიაში წარმოიშვა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
„ახალი კორონავირუსის წარმოშობისა და გადაცემის გზებზე ჩინეთის პოზიცია მკაფიოა.
ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს სამეცნიერო საკითხია, რომელიც მეცნიერებმა და სამედიცინო ექსპერტებმა უნდა შეისწავლონ.
ასევე მინდა საზოგადოებას შევახსენო რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებთ, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ვირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა.
ინფექციური დაავადება კაცობრიობის გავრცელებული მტერია და საერთაშორისო საზოგადოებას მისი დამარცხება რაციონალური პასუხით შეუძლია.
ჩინეთი განაგრძობს სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობას“
კომენტარები