ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ესპანეთი შექმნის იმ ადამიანების რეესტრს, რომლებიც უარს იტყვიან ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე და გაუზიარებს ამ მონაცემებს ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებს, თუმცა ეს მონაცემები არ იქნება საჯაროდ ცნობილი. ასე განაცხადა სულ რამოდენიმე საათის წინ ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა სალვადორ ილამ.
მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ კოვიდ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია – რაც ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში დაიწყო შაბათ-კვირას ესპანეთში – არ იქნება სავალდებულო. ამავე დროს შექიმნება რეესტრი რომელშიც შეიყვანენ იმ ადამიანების, ვისაც შესთავაზეს ვაქცინაცია, მაგრამ მათ უბრალოდ უარი თქვეს აცრაზე ცნობისათვის ესპანელთა წილი, რომლებსაც არ სურთ Covid-19 ვაქცინის მიღება, დეკემბერში 28 პროცენტამდე დაეცა, გასული თვის 47 პროცენტისგან, გასულ თვეში გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად. სახელმწიფო დაფინანსებით ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 40.5 პროცენტი მზად არის აიცრას, 16.2 პროცენტი კი ამას გააკეთებს, თუკი ის დარწმუნდა რომ ვაქცინა „საიმედოა“.
ესპანეთი პანდემიის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყნაა ევროპაში. ინფიცირებულია თითქმის 1,9 მილიონი ადამიანი. მთავრობა იმედოვნებს, რომ ივნისისთვის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მილიონიდან 20 მილიონამდე ადამიანს ჩაუტარდება.”
კომენტარები