გრიგოლ ლილუაშვილმა ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობა შეაჯამა
„2021 წელს კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე განხორციელდა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის გამიზნული ე.წ. საინფორმაციო შეხვედრების პროექტი. აღნიშნული პროექტი მომზადდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში.
აღნიშნული შეხვედრების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, შეირჩა ექსპერტთა ძლიერი ჯგუფი, რომელმაც ზემოთ ხსენებული პროგრამის ფარგლებში, გაიარა სპეციალური მომზადება. შედეგად, 2021 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებითა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით გადამზადდა საჯარო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ასეულობით წარმომადგენელი. ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს მუდმივი ხასიათი აქვს და მათი ორგანიზება სამსახურის მიერ სამომავლოდაც იგეგმება.“ – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
კომენტარები