ევროპაერლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს შეისწავლოს ბიძინა ივანიშვილის შესაძლო კავშირები რუსეთთან და დადასტურების შემთხვევაში დაუწესოს პერსონალური სანქციები ივანიშვილსა და მის გარემოცვას.
ევროპარლამენტარები საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დანერგვის ყოველწლიურ ანგარიშში შესწორებების ინიციატივით გამოდიან.
“ევროპარლამენტი შეშფოთებულია გავრცელებული ინფორმაციით, რომ რუსი ხალხი და სუბიექტები, საქართველოს გამოყენებით, დასავლეთის სანქციების გვერდის ავლას ცდილობენ
მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, განიხილონ ეს ბრალდებები, კერძოდ, სხვადასხვა მოხსენებები, მათ შორის უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიში, ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან შესაძლო კავშირების შესახებ. თუ ეს ბრალდებები დადასტურდება, მოუწოდებს პერსონალური სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ”, – წერია ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ცვლილებების ტექსტში, რომელიც რეზოლუციას დაერთო.
კომენტარები