დეპუტატი, ანა წითლიძე:
ზუგდიდის საკრებულო დიდი ხანია არ გამოხატავს ზუგდიდელების ინტერესებს. ზუგდიდმა ხმა მისცა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და არა დღეს არსებულ რეალობას. შესაბამისად ჩვენი ინტერესი მაგ საკრებულოში ნულია.
ინტერესი დაკარგა მას შემდეგ, რაც ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობას, ციხეში მჯდომი დევნილი პრეზიდენტის ფრაქციას სახელი გადაარქვეს და ამის გაპროტესტების გამო ფრაქციის და პარტიის წევრი დაკო არქანია მოხსნეს. ზუსტად ისე შეიტყაპუნეს მანდატები როგორც 2016 წელს იმათ ვისაც თავად ეძახდნენ მოღალატეებს.ზუგდიდის საკრებულომ ვერც ერთხელ ვერ შეასრულად თავისი ოპოზიციური საკრებულოს ფუნქცია – ყოფილიყო რეალური ზედამხედველი მერიის საქმიანობის. ხელფასების ზრდა, შტატების ხელოვნური დამატება, დათო შენგელიას ბეტონის ქარხნისთვის ხმის მიცემა, ააიპიების საქმიანობის დადებითად შეფასებები, არც ერთი სიტყვა ან ბრიფინგი კორუფციის ჭაობზე, ტენდერებზე, პირდაპირ შესყიდვებზე – ზუგდიდში არსებულ უმძიმეს კორუფციულ ამბებზე, მდუმარე დეპუტატები.ბოლოს ბიუჯეტი მომატებული ხელფასებით ქოცებთან ერთად დაამტკიცეს.შეადარეთ 2014/2017 – 2017/2020 ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიცია, აქტიურობა და დასკვნები თვითონ გააკეთეთ.ზუგდიდის საკრებულოში ძნელი გასარჩევია ვინ ქოცია და ვინ ნეოქოცი ან ვინ სულაც კონფორმიზმით შეპყრობილი საკუთარ სკამზე მოტირალი.ნაციონალური მოძრაობის რვა წევრი დიდი ხანია ბოიკოტშია საკრებულოში. არ ვაპირებთ ბოიკოტის დარღვევას და რამე ტიპის მასკარადში მონაწილეობის მიღებას. საკუთარი ხელფასების და სკამების შიშით შეპყრობილებმა ყველაფერი იფიქრეს და მოიგონეს მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ გახდა ცხადი რაც ხდება.როდესაც ქვეყანა იქცევა, უმძიმესი გამოწვევების წინაშე ვდგავართ პარალელურად კი გააფთრებული ბრძოლაა საკუთარი სკამების, ხელფასების და თანამდებობის გამო – ძალიან სევდიანი საყურებელია ეს ყველაფერი იმ საკრებულოსგან რომელსაც წესით ყველაზე დიდი დისკომფორტი უნდა შეექმნა ქოცებისთვის – კივილით და შენი მოსმული წყლის შესხმით ან შეფურთხებით კი არა – საქმიანად, მაღალი კომპეტენციით და სიმართლით.ამიტომ თქვენ მანდ დარჩით სკამებზე და საკუთარი თავებისთვის მომატებულ ხელფასებთან ერთად, ჩვენ ხალხში ვიქნებით როგორც აქამდე.იმედია ვისაც აბრალებდით გარიგებას იმ ხალხს საჯაროდ მოუხდით ბოდიშს.დანარჩენს ჩემი საყვარელი ზუგდიდელები როგორც აქამდე და ყოველთვის არჩევნებზე შეაფასებენ და გადაწყვეტენ.
კომენტარები