“ალიას” მოაწოდეს ინფორმაცია, რომ მთავრობა განიხილავს მსუბუქი მანქანების გადაადგილების შეზღუდვის საკითხს.
მოგეხსენებათ, არსებული შეზღუდვა დღეს, 27 აპრილს მოიხსნა – როგორც წყარო გვიყვება, გამომდინარე იქიდან, რომ ერთბაშად ბევრი მანქანა გამოვიდა ქუჩაში და მეტიც, საცობებიც კი შეიქმნა ზოგან – მთავრობა ზეგიდან, 29 აპრილიდან ისევ ფიქრობს მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვას.
შეგახსენებთ, 27 და 28 აპრილს ოთხი ჩაკეტილი ქალაქი რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და თბილისი გაიხსნა, თუმცა, ზეგიდან 29 აპრილიდან, ოთხივე ისევ იკეტება.
რას გადაწყვეტს მთავრობა და შეიზღუდება თუ არა ზეგიდან მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება – ორ დღეში გამოჩნდება.
დღეს კი “ალიას” მთავრობის ადმინისტრაცია პასუხობს, რომ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა ზეგიდან – არ იგეგმება.
ალია
კომენტარები