ამბობენ, რომ თანამედროვე ტელევიზორები ისე სწრაფად აღარ ფუჭდება, რეალურად, ეს მითია, პირიქით, თანამედროვე ტელევიზორები „სიცოცხლის პერიოდი“ ბევრად ნაკლებია.
რა არის დღევანდელი ტელევიზორი? – ის აღარ მხოლოდ არხების რეგულარული მომწოდებელი, ის ლამის სრულფასოვანი მულტიმედიური ცენტრია. მას აქვს კონკრეტული პროგრამული უზრუნველჰყოფა, მაგალითად, 5 წლის წინ შეძენილი ტელევიზორის ოპერატიული სისტემა ახალი გამოწვევების წინაზეა, ზოგ აპლიკაციაზე საერთოდ არ აქვს წვდომა და ზოგი აპლიკაცია, რომელზედაც წვდომა ჰქონდა, განახლებას ითხოვს. შესაბამისად, თანამედროვე ტელევიზორებს სწრაფად ეზღუდებათ ფუნქციონირება. ამის გამო, მათ ხშირად ცვლიან ახლით. ანუ, მათ ცვლიან იმდენად სწრაფად, რომ გაფუჭებას თითქმის ვერ ასწრებენ, თორემ, რეალურად, მათი „სიცოცხლის ხანგრძლივობა“ 3 ჯერ ნაკლებია ძველ ტელევიზორებზე, აი, ზემოდან ხელის დარტყმით რომ ასწორებდა არეულ გამოსახულებას.
დიახ, სწორედ ეს ოპერატიული მეხსიერებაა ორი ერთში, თან კომფორტული, მიმზიდველი და თან „სიცოცხლის ხანგრძლივობის“ დამასუსტებელი.
გამოტყდით, რამდენს გახსოვთ ის „ყუთი ტელევიზორები“ და რამდენს წამოგირტყამთ ხელი, როცა გამოსახულება ან ხმა ურევდა? და გასწორებულა?
თუ შენი ტელევიზორი, ყველა პროგრამას, რისთვისაც გჭირდება, კარგად ამუშავებს და შეცვლას არ საჭიროებს, მაგრამ აი, უარს აცხადებს მუშაობაზე, ან სრულფასოვნად არ მუშაობს, რა უნდა გააკეთო? – უნდა შეცვალო?
კი, შეიძლება, თუმცა, რა იცი, რომ უკეთესს იყიდი? მოდი, ვნახოთ, რომელი მოდელები ფუჭდება უფრო მალე. დიდი ვერაფერი ხეირი, ამის გაგებით, რადგან ყველაზე ხშირად ფუჭდება მოდელები, რომელიც ყველაზე გაყიდვადია და ეს ნორმალურია. მაგალითად, თუ უცნობი ბრენდი ყიდის ათას ტელევიზორს თვეში, და აქედან 10 მალე გაფუჭდა, ეს ნიშნავს, რომ 1 პროცენტი გაფუჭდა სწრაფად, ხოლო თუ ცნობილი ბრენდი ჰყიდის მილიონ ტელევიზორს თვეში, მისი 1 პროცენტი 10 ათასია. ანუ, 1 პროცენტიანი ხარვეზი, დიდი, გაყიდვადი კომპანიისთვის ძალიან დიდი რაოდენობაა. შესაბამისად, მაგ ნიშნით ვერ აარჩევ.
ბრენდის მიხედვით? – იმდენნაირი ბრენდია ბაზარზე, უცხო ბრენდი, როგორც წესი, უკეთეს ფასად უკეთეს პირობებს გთავაზობთ, მაგრამ ის არაა გამოცდილი ბაზარზე და არ იცი, რამდენად გამძლეა. ცნობილი ბრენდები კი, იმდენად მოთხოვნადი არიან, იმდენი ეყიდებათ, ხარისხის კონტროლს რამდენად წვდებიან, მაგაზე უნდა ინერვიულო.
მოკლედ, ეს ტელევიზორი, რომელიც სახლში გაქვს, იცი, რომ მუშაობდა, იცი, როგორ მუშაობდა და ის, ახალი, არ იცი. თან საკმაოდ სოლიდური თანხა უნდა გადაიხადო. რომც გადაიხადო და იყიდო, იქნებ, სხვა ოთახში გამოგადგეს ეს ტელევიზორი? ან, იქნებ, მეგობარს, ნათესავს ჩუქნი, ვისაც არ აქვს, ან ბევრად ძველი მოდელი აქვს?
შესაძლოა, ტელევიზორს სულაც პატარა პრობლენა აქცს და ადვილად აღმოიფხვრას, თან ბიუჯეტურიც დაგიჯდება.
ნიშნები, როდესაც ტელევიზორის ხელოსანი გჭირდება:
სენსორი ანათებს, მაგრამ ტელევიზორი არ ირთვება, არ გემორჩილება დისტანციური მართვის პანელი, ან გესმის ხმები დაწკაპუნების, ან თითქოს გუგუნებს – ამ შემთხვევაში, შესაძლოა ელექტრომომარაგება აღარ ფუნქციონირებს სწორად. ნუ ეცდები თავად გამოასწორო, ეს არც ისე უსაფრთხოა, თან შეიძლება მეტად დააზიანო. მით უფრო, როცა ეს მიზეზი ადვილად გამოსასწორებელია პროფესიონალის მხრიდან.
ტელევიზორი არ ჩაირთო – ხო, ეს ერთი შეხედვით სერიოზულ პრობლემას ჰგავს, საერთოდ არ ჩაირთო, მეტი რაღა უნდა დაემართოს, გაგიკვირდება და ბევრად სერიოზული იყოს, შეიძლება, თუ ჩაირთო და სანახევროდ, მაგრამ ამაზე ქვემოთ. არ ჩართვა შესაძლოა, ელექტრო ქსელში ძაბვის ვარდნის გამო მოხდეს, დაცვის მექანიზმმა იმუშავა მაგალითად. ხო, ჭკვიანი ტელევიზორები ასე იცავენ თავს ელექტრომომარაგების ცვლილებებისგან. დაელოდე, შესაძლოა თავად აღადგინოს ფუნქციონირება. თუ არადა, ხელს ნუ დაარტყამ, ეს ის ყუთი არაა, იქეთ გატკინოს შეიძლება.
ხო, ბარემ აქვე ვიტყვი, რომ პირველ რიგში როზეტს ვამოწმებთ, მოდის თუ არა როზეტამდე ელექტროენერგია. ხშირად, ამ მარტივი მიზეზის გამორიცხვა სულაც გვავიწყდება ხოლმე.
ტელევიზორის არ ჩართვის კიდევ ერთი მიზეზია ელექტრონული კომპონენტების, მაგალითად კონდესატორის გაუმართაობა. აი, ამ შემთხვევაში შენ უბრალოდ ხელოსანი კი არა, ძალიან კარგი ხელოსანი გჭირდება. თუ პროფესიონალმა არ სცადა მისი გამოსწორება, შემდეგ, მართლა ისე ძვირი შეიძლება დაგიჯდეს შეკეთება, რომ ახლის ყიდვა სჯობდეს.
თანამედროვე ტელევიზორის პანელები შეიცავს უამრავ საკონტროლო ელექტრო სისტემას, მარტივად რომ ვთქვა, თითოეული მათგანი ლამის მინი კომპიუტერია, თითოეული მათგანი აღჭურვილია ავტონომიური ცენტრალური პროცესორით. რომელიმე პროცესორის გაუმართაობაც, ასევე იწვევს ტელევიზორის გამორთვას და ამ შემთხვევაშიც საუკეთესო წამალი პროფესიონალია.
ტელევიზორის მოულოდნელი გამორთვის ერთ–ერთი ყველაზე ‘საყვარელი“ მიზეზი – ძილია. საკმარისია არასწორი რეჟიმი აირჩიო, იმიტომ რომ არ იცი, ან შეგეშალა და ტელევიზორი შეიძლება გამოირთოს და გადავიდეს ძილის რეჟიმში. პარამეტრების გადატვირთვა თუ იცი, ხომ კარგი, თუ არადა, ვინმეს, ვინც იცის, სთხოვე და პირველ რიგში ეგ სცადე.
ტელევიზორი არ ირთვება, მაგრამ ყველა განათებული სენსორის მიხედვით, ელექტროენერგია მიეწოდება. სცადე ღილაკებით მართვა, იქნებ სულაც დისტანციური მართვის პანელია პრობლემა? თუ ეს გამოდგა მიზეზი, მინდა დაგამშვიდო, პროფესიონალის დახმარებით ადვილად მოევლება.
თანამედროვე ტელევიზორების უმრავლესობას აქვს თვითდიაგნოსტიკის სისტემა, შესაძლოა ტელევიზორი არ ირთვებოდეს, მაგრამ ინდიკატორზე წითელი შუქი ჩანდეს, ან შუქი იყოს ციმციმა, თავის მხრივ ციმციმა შუქი განსხვავდება ციმციმის რაოდენობით. თითოეული კონკრეტულ დაზიანებაზე, კონკრეტული კოდით მიგანიშნებს და რომ გმტრობდე, გეტყოდი, გადაშალე ინსტრუქცია, ეძებე კოდები, გაშიფრე შუქი ან ციმციმები და იქნებ, გამოასწორო გაუმართაობის მიზეზი–თქო, მაგრამ არ გმტრობ და თუ ტელევიზორის ხელოსანი არ გინდა გამოხვიდე, ნუ გამოიგონებ ველოსიპედს, არსებობს უკვე, არიან ადამიანები, ვინც ისწავლეს, იციან, მოგემსახურებიან.
ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია გაუმართაობის ტელევიზორის გადახურება, უახალი მოდელიც კი შეიძლება გადახურდეს. ამ შემთხვევაში თავს თავადაც მიხედავს, მხოლოდ ცოტა ხნით დაისვენებს და შემდეგ ძველებურად მოგემსახურება.
შეიძლება პრობლემა იყოს გამოსახულების წყვეტა, ან ხმის, მოკლედ, ასობით მიზეზია გაუმართაობის, კარგი ამბავი ისაა, რომ სრული უმრავლესობა სულაც არაა საბედისწერო და მის „სიკვდილს“ არ ნიშნავს, პირიქით, გამოსწორებადია, ცხადია, პროფესიონალის დახმარებით.
ტელევიზორის საბედისწერო ხარვეზი – ყველაზე ძვირადღირებული ნაწილი
ზოგჯერ გამოსახულება „ღრუბლიანი“, „ფიფქიანი“ ხდება, ან ორმაგდება, ან თეთრი და ფერადი ნაწილები „ამოდის“ ეკრანზე, სამწუხაროდ, ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ ტელევიზორის მატრიცა დაზიანდა. მატრიცა თხელი გამტარების სისტემაა, ერთმანეთზე ბადის სახით დამაგრებული, სავსე თხევადი კრისტალებით. ძაბვა მიეწოდება ელექტროიდების, გამტარების გამოყენებით. სწორედ ამ მუხტის კრისტალებზე ზემოქმედებით ვიღებთ სხვადასხვა ფერებს. თუ კარგად მოვუვლით, მატრიცა, რომელიც ერთ–ერთი მთავარი ელემენტია თითქმის 15 წელი იმუშავებს უპრობლემოდ, კონტრასტის დაკარგვის გარეშე.
მისი მთლიანობა შეიძლება დაირღვეს ეკრანზე ძლიერი დარტყმით, სითხის შეღწევით კი ელექტროიდები შეიძლება დაზიანდეს, იშვიათად, მაგრამ მაინც არსებობს ქარხნული წუნის შემთხვევები და გარდა ამისა, არის მატრიცის გაუმართაობის არაერთი მიზეზი, რომლის დადგენა მხოლოდ დიასგნოსტირებით ხდება.
გამომდინარე იქედან, რომ მატრიცა ტელევიზორის ყველაზე ძვირადღირებული და რთული ელემენტია, მისი აღდგენა ან შეკეთება შეუძლებელია, ამიტომ უნდა შეიცვალოს. თუ შეცვლას გადაწყვეტ, აუცილებლად სანდო პირს, კარგ ხელოსანს ანდე, რადგან მისი შეცვლა რთული პროცედურაა.
დაიმახსოვრე!
მატრიცის მიზეზით გამოწვეული გაუმართაობა ძალიან ჰგავს პრობლემებს, რომლებსაც იწვევს უკანა განათების ნათურა, გაგრილების სისტემა, ხაზის სკანირების მოდული, ვიდეოს გამაძლიერებლის გაუმართაობა და სხვა. ათობით მიზეზი გაუმართაობის, შეიძლება ისე გამოიყურებოდეს, თითქოსდა მატრიცააა დაზიანებული. ნურც გადაგდებას იჩქარებ, ნურც ახლის ყიდვას, ნურც გაჩუქებას, პირველ რიგში, პროფესიონალი გამოიძახე და დიაგნოსტირება ითხოვე. დიაგნოსტირების შემდეგ, როცა გაუმართაობის მიზეზი ზუსტად გეცოდინება, მარტივად გადაწყვეტ, გიღირს, თუ არა, შეკეთება.
რჩევა:
პროფესიონალები გვირჩევენ დისტანციური მართვის დროდადრო დაშლას და მტვრისგან გაწმენდას. მტვერი დროთა განმავლობაში ფუნქციებს აზიანებს.
სად ვიპოვო პროფესიონალი?
ყველა ტელევიზორს მოჰყვება ე.წ. პასპორტი, ინსტრუქციებია მოცემული, აღწერა, კარგად ნახე, მანდ ხომ არ წერია ტელევიზორის ხელოსნის ტელეფონის ნომერი? ტელევიზორის პულტში, სადაც ბატარეებია მოთავსებული, ბატარეა რომ ამოიღო, მაგის ქვემოთ წვრილი ასოებითაც არ წერია? მეზობელს რომ კითხო? უეჭველად ეცოდინება, იმიტომ რომ მაგას ტელევიზორი აქვს, მეორე მხრივ, შენც გაქვს ტელევიზორი და არ იცი. დილით რომ ადრე გაიღვიძო? აი, ადრე დილით რომ ჩამოივლიან ხოლმე და იძახიან: ჯართი, ვიბარებ ჯართს, – ასე ჩამოიაროს, იქნებ და დაიძახოს: ვაკეთებ ტელევიზორებს – არა? და რომ წახვიდე, იარო კილომეტრები, იდგე საცობში, ეძებო ქუჩა–ქუჩა? – კარგი, ხო, მართალი ხარ, ვმაიმუნობ ახლა და იმდენი ვილაპარაკე, გუგავა მოვა და ღირსნი ვიქნებით. ესე იგი, დაგვჭირდება მხოლოდ ტელეფონი და ინტერნეტი, და შენ გხვდება კატალოგი პროფესიონალთა ნომრებით, ერთს არ ეცლება, მეორეს ეცლება, მეორესთან კომუნიკაცია არ მოგეწონება, იქვეა – მესამე და ა.შ. გაწიკწიკებულია, თავისი რეკომენდაციებით, კომენტარების სახით. რიგში დგომის, წვალების, სიარულის, სათითაოდ ძებნის გარეშე!
მოკლედ, შენ უკვე იცი, რა შემთხვევაში გჭირდება და ტელეფონით როგორ იპოვო ტელევიზორის ხელოსანი, შემდეგში გასწავლი, ტელეფონის ხელოსანი როგორ იპოვო ტელევიზორით – არ გჯერა? – დაგველოდე!
(R)
კომენტარები