შეიარაღებული თავდასხმა “საქართველოს ბანკზე” – თავდამსხმელი 2 მილიონ დოლარს ითხოვს.
ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
“ფისოებო, 2 მილიონი დოლარი მოიტანეთ” – ამბობს თავდამსხმელი
ვიდეოს მძევალი ავრცელებს, რომელიც თავდამსხმელს სთავაზობს, თავად წამოაყენოს პირობები, თუმცა, ის უარზეა და ამბობს, რომ სამ საათს აძლევს დროს ფულის მოსატანად.
“სამი საათი აქ უნდა ვიყო კიდო?”, – პასუხობს მძევალი.
“შეხედე ბომბები რაფერაა!! მოიტანონ 2 მილიონი დოლარი!!!” – ისმის ხმა
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქუთაისში, “საქართველოს ბანკში” შეჭრილია შეიარაღებული პირი
კომენტარები