ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი მუმლაძე:
“ყველას დიდი მადლობა, ვინც მიშას მხარდასაჭერ გლობალურ-ქსელურ პროტესტში მონაწილეობდა 

4 იანვარს, პრინციპის ამბავი იყო, რომ სწორედ ჭორვილაში მოგვეთხოვა მიშას თავისუფლება!
ბიძინას სახლისკენ მიმავალი ორივე გზა ჩაკეტა პოლიციამ!
ჩვენ რომელი მხრიდანაც მივედით, დაგვხვდა პოლიციის კორდონი და კორდონს იქით 200 – მდე, ბიძინას მცველი!
ეს ხალხი კარგად ორგანიზებულები იყვნენ, რადგან როგორც კი გავჩერდით, მაშინვე ჩვენს უკანაც გაჩნდა რამდენიმე ათეული ტიტუშკა, ნაწილი ღობეებს იყვნენ ამოფარებულნი.
თავიდანვე სცადეს პროვოცირება, თუ რატომ მივედით ბიძინასთან პროტესტით, უცნაური არგუმენტების რახარუხი მიშაზე, თან ამ ყველაფერს ძალიან მაღალი დონის ვიდეოკამერებით იღებდნენ, არაფერი რომ არ გამოუვიდათ წავიდნენ.
პოლიციასთან კომუნიკაციის შემდეგ, ჩვენ მშვიდობიანად გავშალეთ #FreeMiSha რაზეც რა თქმა უნდა იყო აგრესია და ლანძღვა, ბიძინას მცველების მხრიდან.
მივმართეთ სიტყვითაც, რის შემდეგაც მათ მიიღეს სავარაუდოდ დავალება და რამდენიმე მოთავე გახდა ძალიან აგრესიული, ისინი ხელით ანიშნებდნენ დანარჩენებს, რომ გამოქცეულიყვნენ ჩვენსკენ, დაიწყეს კვერცხების სროლა, გადმოხტნენ ღობეებიდან და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას!
პოლიცია უბრალოდ უმწეოდ იდგა და ჩვენ გვთხოვდა გავცლოდით ტერიტორიას, პარალელურად ისროლეს რამდენიმე ქვაც, ამ ყველაფერს იღებდნენ პროფესიონალური ორი კამერით, სუსი ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ჩვენ ვუპირისპირდებოდით ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც თითქოს სპონტანურად შეიკრიბნენ ჩვენს წინააღმდეგ. არადა ეს იყო კარგად ორგანიზებული ჯგუფი, რომლის მიზანს წარმოადგენდა მასობრივი ჩხუბის ატეხვა, პლუს ყველა იმ პირს, რომლებთანაც მოგვივიდა შეხლა-შემოხლა ალკოჰოლის სუნი ასდიოდათ.
ძალიან დიდი დისკომფორტი შეექმნათ, რადგან სავარაუდოდ ბიძინა ჭორვილაში იმყოფებოდა და ვერ აიტანა ჩვენი ჩასვლა! ამიტომ გადაწყვიტეს ჩვენი პროვოკაციაზე წამოგება გაშავების და დასჯის მიზნით!
სუსმა ძალიან მოინდომა, მაგრამ უშედეგოდ!
რა თქმა უნდა ყველგან მივაკითხავთ ბიძინა ივანიშვილს და ვეტყვით რომ საქართველო ჩვენია!
ვერც პოლიცია და ვერც მოძალადე ჯგუფები დაუდგებიან წინ ჩვენს სიმართლეს!
ამ ბრძოლას მოვიგებთ!
კომენტარები