შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის 100%-იანი წილი ეკატერინე ხვედელიძის სახელზე გადაფორმდა. ინფორმაციას გამოცემა “პუბლიკა” ავრცელებს და წერს, რომ 6 ივნისს, ეკატერინე ხვედელიძეს, “ურეკი რეზიდენსის” 100%-იანი წილი ბერა ივანიშვილმა აჩუქა. გამოცემის ცნობითვე, ბერა ივანიშვილამდე 2016 წლიდან “ურეკი რეიდენსის” მფლობელი ბიძინა ივანიშვილი იყო.
გარდა ამისა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, “დენდროლოგიური პარკის” ტერიტორიის 54 ჰექტარზე მეტს ფლობს “შპს ურეკი რეზიდენსი” ფლობს. “პუბლიკასთან” საუბრისას შპს “ურეკი რეზიდენსის” დირექტორი, პაატა სულაბერიძე ადასტურებს, რომ პარკს ფლობს “ურეკი რეზიდენსი” და ის ყველასთვის ღიაა. ცალკე იურიდიული ფორმით კი დენდროლოგიური პარკი არ არსებობს, არც შპს, არც სხვა.
შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა პარკის ოფიციალური გადაცემა სახელმწიფოსთვის, სულაბერიძე პასუხობს, რომ “ჯერჯერობით არ იგეგმება, მე მგონი არა. მოვლა-პატრონობა სჭირდება და ამას ვუვლით ჩვენ ძირითადად, რადგან უფასოა. მერე უკვე დიდი ხარჯი იქნება. ყოველი შემთხვევისთვის თავიდან დიდი მოვლა-პატრონობა სჭირდება ყველაფერს”.
კომენტარები