,,ახალი საქართველო – სამოქალაქო პლატფორმა” დამფუძნებელი ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს და წერს რომ ბათუმიდან თბილისში მომავალ სამარშრუტოში რუს მოქალაქესა და ქართველს შორის შელაპარაკება იმის გამო მოხდა, რომ ქართველი ტელეფონში უკრაინულ ვიდეოებს უყურებდა, რაზეც რუსმა მგზავრმა მოუწოდა რომ გაეთიშა სასწრაფოდ:
“კიდევ ერთი აუცილებლად სანახავი ვიდეო მინდა გაგიზიაროთ, რომელიც ახლახანს გამომიგზავნა ჩემმა მეგობარმა.
ვიდეო გადაღებულია ბათუმიდან თბილისისკენ მიმავალ სამარშუტო ტაქსში.
ჩემი მეგობარი მობილურში უყურებდა უკრაინულ ვიდეოებს, ოკუპანტების წარმომადგენელმა, რუსმა ქალმა შეურაცხმყოფელად მოუწოდა მას ვიდეოს გათიშვისკენ, რაზეც ხალხისგან დამსახურებული პასუხი მიიღო!
აი ასე მეგობრებო! სწორი მიდგომაა! ღორ ოკუპანტს ელარჯი კი არ უნდა გავუწელოთ, არამედ საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ!
მთავრობა მტრის მხარესაა, ამიტომ ჩვენ უნდა განვაგრძოთ რუსებისთვის დისკომფორტის შექმნა! სხვანაირად ქვეყანას დავკარგავთ!
დიდება საქართველოს!
დიდება უკრაინას!”
კომენტარები