კივიდ19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილ ფეისბუქ-გვერდზე, რომელიც ძირითადად სახუმარო სტატუსებითა და ჯგუფის წევრების გამხევებით გამოირჩევა, ერთ-ერთი მომხმარებელი კორონავირუსის შელოცვის ტექსტს აქვეყნებს:
„შელოცვა COVID 19-ისა გურულების მიერ:
შელოცვამდე კარგად დაიბანეთ ხელები, აიფარეთ პირბადე, გაიკეთეთ ხელთათმანები.
სახელითა გამყრელიძისათა, ცერცვაძისათა, იმნაძისათა,
“შემოგევლე კორონიკო,
ნუ აგვირევ ქორონიკონს”.
რო დაგვყავი კლასტერებად,
გედვიქეცით მასტერებად.
კოვიდიე, კორონიე,
რა ხარ, რა ეროვანი ხარ,
ჩინელი ხარ, რუსი ხარ,
ამერიკელი ხარ, კოსმოსელი ხარ,
ნამდვილი ხარ, ტყვილი ხარ,
ეიარე, დეიარე
ფეხის ფჩხილით გეიარე,
ფილტვში ხარ, ცხვირში გამოი,
ცხვირში ხარ, გარეთ გამოი,
ხელის და ფეხის ფჩხილებიდან გამოი,
ქვას დაადგი კბილი,
ჩვენ აგვიშვი ხელი,
ფერიც დუუტიე,
ხორციც დუუტიე,
ჭკვა და ცნება დუუტიე,
ქვას დაადგი კბილი,
ჩვენ აგვიშვი ხელი,
როის მოი, როის მიხვალ,
ორშაფათს მიხვალ, ორშაფათს წაი,
სამშაფათს მიხვალ, სამშაფათს წაი,
ოთხშაფათს მიხვალ, ოთხშაფათს წაი,
ხუთშაფათს მიხვალ, ხუთშაფათს წაი,
პარასკევს მიხვალ, პარასკევს წაი,
შაფათს მიხვალ, შაფათს წაი,
კვირას მიხვალ,კვირას წაი,
მოუსავლეთში წაი, მარილზე წაი,
გაღმა გაი, ჯანდაბაში წაი.
წაი ოღონდ, დროზე წაი.
ქვას დაადგი კბილი,
ჩვენ აგვიშვი ხელი,
“შემოგევლე კორონიკო,
ნუ აგვირევ ქორონიკონს”. ( 3-ჯერ)
შემდგომ, კარგად დაიბანეთ ხელები, დაასუფთავეთ სამოსი და ბინა, დარჩით სახლში“
კომენტარები