გიგი უგულავა ორთაჭალაში, შსს-ს შენობაში თავისი ფეხით მივიდა, საიდანაც მას „მატროსოვზე“ გადაიყვანენ. ექსკლუზიური ინტერვიუ გზიდან „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში გავიდა და მას ნიკა გვარამია უძღვებოდა.
„გიგი, რატომ ხარ კარგ ხასიათზე? გიჟი ხარ?“ – ჰკიტხა გვარამიამ, რაზეც უგულავამ პასუხი კი იყო: „ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით… მე დაახლოებით 2019 წლის იანვარში ასი პროცენტით არა, მაგრამ ვიცოდი, რომ დამიჭერდნენ… ეს არის მსხვერპლი, გაღებული ოპოზიციისთვის“.
ბოლოს გვარამიამ უგულავას უთხრა, რომ მას რცხვენია, რადგან ციხეში არ არის. „შემდეგი შენ იქნები, თუ ეს დაგამშვიდებს!“ – უპასუხა უგულავამ.
კომენტარები